ევკლიდე

ევკლიდე ალექსანდრიელი (ბერძნ.: Εὐκλείδης) (დაახ. ძვ. წ. 325—265) ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი ალექსანდრიიდან, ეგვიპტე; ცხოვრობდა პტოლემეოს I-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 323—283). ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძვ. ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.

ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s