ლაგრანჟი

ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი (* 25 იანვარი, 1736, ტურინი – † 10 აპრილი, 1813, პარიზი), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772).

19 წლის ლაგრანჟი უკვე ტურინის საარტილერიო სკოლის პროფესორი იყო. 1759 წელს აირჩიეს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1766–1787 წლებში მისი პრეზიდენტი იყო. 1787 წელს გადავიდა პარიზში, 1795 წლიდან ნორმალური სკოლის პროფესორი იყო, 1797 წლიდან კი პოლიტექნიკური სკოლისა. ლაგრანჟის მნიშვნელოვანი შრომები ეძღვნება ვარიაციათა აღრიცხვის, ანალიზური და თეორიული მექანიკის საკითხებს. კლასიკურ ტრაქტატში “ანალიზური მექანიკა” (1788) ლაგრანჟმა მთელი სტატიკის საფუძვლად მიიღო “ზოგადი ფორმულა”, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპს, ხოლო დინამიკის საფუძვლად – “ზოგადი ფორმულა”, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპისა და დ’ალამბერის პრინციპის შერწყმას. ლაგრანჟმა შემოიღო განზოგადებულ კოორდინატთა ცნება და ჩამოაყალიბა მოძრაობის განტოლებები, რომლებიც მის სახელს ატარებს (ლაგრანჟის განტოლებები). ლაგრანჟს აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მათემატიკური ანალიზის სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, ინტერპოლირების თეორიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში და სხვა.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s