ფიბონაჩი

სამყაროში, ყველაფერი გარკვეული კანონზომიერებით, პროპორციითაა აგებული, მიუხედავად მისი ქაოსური ბუნებისა და მრავალფეროვნებისა, თუ შევეცდებით ყველაფერი კონკრეტულ სიმარტივემდე, ციფრების სისტემაში გადავიყვანოთ, სამყაროს გენიალურობა დადის ერთ მარტივ ციფრამდე, PHI (1,618) თუმცა ჯერ PHI–მდე მივიდეთ.

XIII საუკუნეში, იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბანაჩიმ შეადგინა მათემატიკური პროგრესია, რომელშიც ყოველი მომდევნო ციფრი წინა ორი ციფრის ჯამის ტოლია. (1–1–2–3–5–8–13–21…) გარდა ამისა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ მეზობელი ციფრების შეფარდებები მიისწრაფვიან PHI-სკენ. მცენარეების, ცხოველების და ადამიანების აგებულებაში იმდენად ხშირად ვხვდებით 1,618–ს, რომ ანტიკური ხანის მეცნიერებმა მას «ღვთაებრივი პროპორცია» უწოდეს.

მაგალითად, ფუტკრების სკაში მდედრების და მამრების რაოდენობა ყოველთვის დაბალანსებულია, მდედრი ფუტკრები რაოდენობრივად სჭარბობენ მამრებს, მაგრამ თუ მდედრების რაოდენობას გავყოფთ მამრი ფუტკრებისაზე, ყოველთვის,მსოფლიოს ნებისმიერი სკისათვის, შედეგად მივიღებთ 1,618–ს.
ნაუტილუსის ნიჟარაში ყველა სპირალის დიამეტრის შეფარდება მომდევნოსთან უდრის PHI-ს.
მზესუმზირის მარცვლები სპირალურადაა განლაგებული საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ყოველი წრის დიამეტრის შეფარდება მომდევნოსთან უდრის 1,618–ს და ეს ასეა ფოთლების განლაგებაზე მცენარის ღეროზე, ფიჭვის გირჩის ქერცლების განლაგება, მწერების სხეულის ნაწილების განლაგება და აშ.
ლეონარდო და ვინჩიმ, ადამიანის ჩონჩხის დეტალური შესწავლის შემდეგ «ღვთაებრივი პროპორცია» თავის «ვიტარიუსის მამაკაცში» გამოსახა.

მანძილი თავის წვეროდან იატაკამდე, რომ გავყოთ მანძილზე ჭიპიდან იატაკამდე, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება 1,618. ასეთივე პროპორციითაა განლაგებული სხვა ნაწილებიც. მანძილი მხრიდან ხელის თითის წვერამდე / მანძილზე იდაყვიდან ხელის ამავე თითის წვერამდე ყოველთვის უდრის PHI–ს, მანძილი ბარძაყიდან იატაკამდე და მუხლიდან იატაკამდე, თითები, ხერხემლის მალები, სახსრები ყველა მათგანი «ღვთაებრივი პროპორციის» მოარული მტკიცებაა.

ანუ სამყაროს ქაოსში ზუსტი წესრიგი იმალება. რიცხვი PHI გვხვდება ნებისმიერი შენობის არქიტექტურულ განზომილებაში.

ალბათ, ყველას გვინახავს პენტაგრამა, რომელსაც ბევრი კულტურა მიიჩნევს ღვთაებრივი და ჯადოსნური ძალის მატარებელ გამოსახულებად, მასში ყველა სეგმენტის შეფარდება PHI-ს ტოლია. თუ სწორად დავხაზავთ ამ სიმბოლოს, მაშინ წრფის მონაკვეთები ავტომატურად დაიყოფიან «ღვთაებრივი პროპორციის» მიხედვით. ეს სიმბოლო, ზემოთაღწერილი ფორმულის სრულყოფილი გამოსახულებაა.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s