ალ-ბირუნი

ბირუნიმ მრავალმხრივი ნიჭი გამოავლინა მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, გეოლოგია,მინერალოგია, ეთნოგრაფია, ისტორია და ქრონოლოგია). შუა აღმოსავლეთის სწავლულთაგან პირველმა გამოთქვა ვარაუდი მზის გარშემოდედამიწის მოქცევისა და ღერძული ბრუნვის შესახებ.

ბირუნი იზიარებდა ძველ ინდოელ სწავლულთა აზრებს და მზე მიაჩნდა ცეცხლოვან სფეროდ, რომლის სინათლეს ბნელი მთვარე და ცთომილები აირეკლავს. მის მიერ განსაზღვრული ეკლიპტიკის ეკვატორთან დახრის კუთხის სიზუსტე ევროპელთათვის საუკუნეების მანძილზე მიუღწეველი რჩებოდა. ორიგინალური მეთოდით განსაზღვრა დედამიწის სფეროს სიდიდე. მისი ასტრონომიული შეხედულებანი ძირითადად გადმოცემულია თხზულებაში ”მასუდის კანონი”. ამ უკანასკნელს თან ახლავს 1029 ვარსკვლავის კოორდინატთა და ბრწყივალებათა კატალოგი. საყურადღებოა ბირუნის ღვაწლი მათემატიკაში. მის ნაშრომში ”წიგნი წრეში ქორდების პოვნის შესახებ” მოცემულია ორიგინალური მათემატიკური მეთოდები და დამტკიცებები. ბირუნს ეკუთვნის კუთხის ტრისექციისა და კუბის გაორკეცების ამოცანების დაყვანა მესამე ხარისხის განტოლებათა ამოხსნაზე.

მეტად საინტერესოა ბირუნის ვრცელი შრომა შუა აზიის ტოპოგრაფიის შესახებ. მასში მოცემულია ცნობები შორეულ გეოლოოგიურ წარსულში ამუდარიის მდინარების ცვლილებაზე. წიგნში ”მინერალების ხვედრითი წონის განსაზღვრის წესები” მოყვანილი აქვს მთელი რიცხვითი მონაცემები, რომელიც ძალიან ახლოსაა თანამედროვე განსაზღვრებასთან.

”ძველი ერების ქრონოლოგიაში” ბირუნიმ დაწვრილებით აღწერა არაბების, სპარსელების, ებრაელების, ბერძნებისა და სხვა კალენდარული სისტემები. ბირუნის ისტორიული ტრაქტატი ინდოეთის შესახებ” გონებისათვის მისაღები ან მიუღებელი ინდოელთა მოძღვრების განმარტება” ადრინდელი შუა საუკუნეების ინდოეთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

ბირუნი ეჭვის თვალით უყურებდა რელიგიურ ცრურწმენას, უარყოფდა ასტროლოგიას, რომელიც მჭიდრო კავშირში იყორელიგიასთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებულის პირველმიზეზად ღმერთი მიაჩნდა იგი თვლიდა, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს საფუძვლად უდევს ბუნებრივ მათემატიკური ძალები. მისი აზრით, ადამიანი ბუნების განვითარების შედეგია. ბირუნი ამტკიცებდა, რომ ბუნება შემეცნებადია, ხოლო შემეცნება კი გრძნობის ორგანოების მონაცემებს ემყარება.

იგი მოითხოვდა მეცნიერების ჭეშმარიტების გამიჯვნას რელიგიური დოგმებისაგან. უარყოფდა მეცნიერების ცოდნის დოგმატურობას. ბირუნის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და საბუნებისმეტყველო აზრის განვითარებაზე შუა აზიასა და მთელს აღმოსავლეთში.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s