დავიდ ჰილბერტი

დავიდ ჰილბერტი (დ. 23 იანვარი. 1862, კენიგსბერგი, კესიგსბერგის მახლობლად — გ. 14 თებერვალი. 1943, გეტინგენი), გერმანელიმათემატიკოსი. 1884 დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. 1893—1895 ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1895-იდან 1943-მდე გეტინგენისუნივერსიტეტის პროფესორი. ჰილბერტის გამოკვლევებმა დიდი გავლენა იქონია მათემეტიკის მრავალ დარგზე. მისმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ XX საუკუნის დასაწყისში გეტინგენი იქცა მათემატიკური გამოკვლევათა მსოფლიო ცენტრად. ჰილბერტის სამეცნიერო ბიოგრაფია გამოკვეთილად იყოფა რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ეძღვნება მათემატიკის რომელიმე დარგს: ინვარიანტთა თეორიას (1885—1893), ალგებრულ რიცხვთა თეორიას (1893—1898), გეომეტრიის დაფუძნებას (1898—1902), ვარიაციული აღრიცხვისა და დიფერენციალური განტოლებათა საკითხებს (1900—1906), ინტეგრალური განტოლებათა თეორიას (1900—1910), უორინგის პრობლემას (1908—1909), მათემატიკის ფიზიკურ საფუძვლებს (1910—1922), მათემატიკურ დაფუძნებას (1922—1939). 1900 ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე, წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ჩამოაყალიბა მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები. იყო მათემატიკური თეორიის თვალსაჩინოდ გადმოცემის დიდი ოსტატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1934-იდან).

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s