ტორიჩელი

ევანჯელისტა ტორიჩელი, (Torricelli) (დ. 15 ოქტომბერი, 1608, ფაენცა — გ. 25 ოქტომბერი, 1647, ფლორენცია), იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მათემატიკური განათლება მიიღო რომში გ. გალილეის მოწაფის ბ. კასტელის ხელმძღვანელობით. 1641 გადავიდა არჩეტრიში, სადაც გალილეის ეხმარებოდა შრომების დამუშავებაში. 1642-იდან, გალილეის სიკვდილის შემდეგ , იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის კარის მათემატიკოსი, ამავე დროს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭუჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა). შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s