2012 წლის ფიზიკის საატესტატოს პრეტესტის რამდენიმე ამოცანის ამოხსნა

  • ორ ერთნაირ ლითონის ბურთულას აქვს: პირველს (-10) მკკ, ხოლო მეორეს (+6) მკკ მუხტი. რა მუხტი ექნება თითოეულ მათგანს მას შემდეგ, რაც ბურთულებს შეახებენ და კვლავ დააშორებენ ერთმანეთს?

პირველს (-2) მკკ; მეორეს (-2) მკკ   (მე საშუალოს ვთვლიდი ხოლმე და გამოდიოდა)

  •  რა დროში გაივლის 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ადამიანი 20 კმ–ს?

S=vt    ==>  20=5t  ==>  t=4სთ

  • ზიარჭურჭლის ფართო მუხლის განივკვეთის ფართობი ვიწრო მუხლის განივკვეთის ფართობზე ორჯერ მეტია. თუ გარეშე ძალის ზემოქმედებით ვიწრო მუხლში სითხის დონე აიწია 30 სმ-ით, რამდენით დაიწია სითხის დონე ფართო მუხლში?

15 სმ–ით  ( რამდენჯერაც მეტია ფართობი იმდენჯერ მეტი ძალა სჭირდება , ანუ თუ ვიწროს ფართობი ორჯერ ნაკლებია და ვიწროში 30 სანტიმეტრით აიწია , რადგან ფართო მუხლის ფართობი არის ორჯერ მეტი ორჯერ ნაკლებით აიწეოდა ანუ 30/2= 15 )

  • თოკის გაჭიმვისას მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა, რომელზეც იგი ჯერ კიდევ არ წყდება, არის 401ნ. თოკზე რიგრიგობით უმატებენ 4 კგ-იან საწონებს. მერამდენე საწონის ჩამოკიდების შემდეგ გაწყდება თოკი?

11–ე  (F=mg  ==>  m=4 ვთქვათ მე-x საწონზე გაწყდება ანუ როცა მას დავკიდებთ ძალა 401-ზე მეტი იქნება  , g=10 , 4*x*10 > 401 ==>40x>401 ==> x>10,…. ანუ 10-ზე მეტი უნდა იყოს და მინიმალური რაც არის 11 ) ((მემგონი ასეა))

  •  ბავშვმა გაიარა 60 მ აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი – 80 მ სამხრეთის მიმართულებით. ამ დროს ბავშვის გადაადგილების მოდულია:

100 მ . ((პითაგორას თეორემით იხსნება 60 და 80 არის კათეტები ანუ  60^2+80^2 = 100^2 )) 

  • თუ ზიარჭურჭელში, რომლის ერთი მუხლის განივკვეთის ფართობი ორჯერ მეტია, ვიდრე მეორისა, ასხია სითხე, მაშინ სითხის დონე

ერთნაირია ორივე მუხლში ((დაიმახსოვრეთ არასდროს არ აქვს მნიშვნელობა ფართობს სითხის დონესთან მიმართებაში . სითხის დონე ყოველთვის ერთნაირია ზიარჭურჭელში )) 

  • მოცემულია სამი სხეული. პირველის სიმკვრივეა 1,1 გ/სმ^3, მეორის – 1,3 გ/სმ^3, მესამის – 1,5 გ/სმ^. რომელი მათგანი ჩაიძირება 1,4 გ/სმ^3  სიმკვრივის სითხეში?

ჩაიძრება ის რომლის სიმკვრივეც მეტია სითხის სიმკვრივეზე ანუ 1,5 გ/სმ^3

  • უძრავი მანქანა იწყებს წრფივ მოძრაობას 2 მ/წმ^2 აჩქარებით. რა დროში გაივლის იგი 36 მ–ს?

s=V(0)*t+a*(t^2)/2  ==> V(0)=0 ==> 36=(2*t^2)/2 ==>  36=t^2 ==> t=6  . ანუ 6 წმ-ში 

  • სხეულმა 15 ºC–ით გაცივებისას გასცა 900 ჯ სითბოს რაოდენობა. სითბოს რა რაოდენობას გასცემს ეს სხეული 45 ºC –ით გაცივებისას?

სითბოს რაოდენობა პირდაპირპროპორციულია ტემპერატურისა ანუ გასცემს 3-ჯერ მეტს . ანუ 2700 ჯ

  • ბრტყელ სარკეში საგნის გამოსახულება არის:

დაიმახსოვრეთ გამოსახულება წარმოსახვითია მაგრამ  ზომა იგივეა.

  • ავტობუსში მგზავრები უნებურად მარჯვნივ გადაიხარნენ. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ

ალბათ შეგიმჩნევიათ კიდეც რომ თუ ზიხართ ტრანსპორტში საითაც მოუხვევს ტრანსპორტი , იმის საწინააღმდეგოდ იხრებით თქვენც . ანუ პასუხი არის : ავტობუსმა მოუხვია მარცხნივ 

  • სხეულის იმპულსი არის

მასისა და სიჩქარის ნამრავლი

 

One thought on “2012 წლის ფიზიკის საატესტატოს პრეტესტის რამდენიმე ამოცანის ამოხსნა

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s