Facebook დაარსებიდან დღემდე

Facebook-ი არის სოციალური ქსელი და ვებ გვერდი რომელიც შეიქმნა და გაეშვა 2004 წლის თებერვალში. 2012 წლის მაისის მონაცემებით Facebook-ს ჰყავს 900 მილიონი აქტიური მომხმარებელი, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი მობილური ტელეფონის საშალებით მოიხმარს მას. საიტით სარგებლობისთვის მომხმარებელი წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს, რომლის შემდეგაც ის გააკეთებს საკუთარ პროფილს, დაიმეგობრებს ხალხს და ექნება მიმოწერა მათთან. დამატებით საერთო ინტერესების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ჯგუფი , სადაც ისაუბრებენ თავისთვის საინტერესო თემებზე . Facebook-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა მომხარებელი იყოს მინიმუმ 13 წლის.

Facebook-ის დაფუძნების იდეა გაუჩნდა მარკ ცუკერბერგს , რომელმაც საკუთარ იდეას ხორცი შეასხა კოლეჯის მეგობრებთან ერთად . ესენი იყვნენ : ედუარდო სავერინი , დუსტინ მოსკოვიცი და კრის ჰიუგსი. მიუხედავად იმისა რომ საიტით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ 13 წელს გადაცილებული ხალხისთვის , 2011 წლის მაისის მონაცემებით Facebook-ით სარგებლობს 7,5 მილიონი 13 წელზე ნაკლები მომხმარებელი და 5 მილიონი 10 წელზე ნაკლები მომხმარებელი .

2009 წლის იანვარში Complete.com-მა Facebook-ი აღიარა ყველაზე გამოყენებად სოციალურ ქსელად თვის აქტიური მომხმარებლების მიხედვით.

Website

მომხმარებელს შეუძლია საკუთარ პროფილზე ატვირთოს სურათები , დაამატოს ინტერესის სფერო , საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა პერსონალური ინფორმაცია. მომხმარებელს ასევე შეუძლია იქონიოს როგორც ღია ასევე დახურული მიმოწერა მეგობრებთან და უცხო ხალხთან , ასევე მას შეუძლია ისარგებლოს ჩათით. მათ ასევე შეუძლიათ შექმნან გვერდი , რომელსაც ექნება მოწონების ღილაკი და ამით გაარკვიონ საკუთარი გვერდის პოპულარულობა.

2006 წლის 6 სექტემბერს საიტს დაემატა ე.წ. საინფორმაციო არხი , რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია დაპოსტოს სიახლეები საკუთარ თავზე, შექმნას ღონისძიება და მიულოცოს დაბადების დღე მეგობარს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იხუმრონ საკუთარი დაბადების დღის შესახებ , შეცვალონ თარიღი და ამით მიიქციონ სხვა მომხმარებლების (მეგობრების) ყურადღება. ყველაზე პოპულარული აპლიკაცია Facebook-ზე არის პოტო აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ფოტო ალბომი. ასევე მომხმარებლები არ არიან შეზღუდულები სურათების რაოდენობაში , მათ შეუძლიათ ატვირთონ იმდენი სურათი რამდენიც თავად სურთ. თუმცა პირველ წლებში Facebook-ი არ რთავდა მომხმარებელს უფლებას ალბომში აეტვირთა 60 სურათზე მეტი . 2009 წლის მაისში კი ეს ლიმიტი გაიზარდა 200-მდე. ანუ დღეს მომხმარებელს შეუძლია საკუთარ ფოტო ალბომში ატვირთოს არა უმეტეს 200 სურათისა(საუბარია თითო ალბომზე). 2011 წლის 14 სექტემბერს Facebook-ს დაემატა გამოწერების ღილაკი , რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს სახალხო სიახლეებს.

კრიტიკა

 

Facebook-ის შესახებ იყო დავებიც. ის დაბლოკილია ჩინეთში, ირანში, უზბეკეთში, პაკისტანში, სირიაში და ბანგლადეშში. ის ასევე დაბლოკილია ზოგიერთ სამსახურში იმ მიზეზით, რომ თანამშრომლებმა არ დაკარგონ დრო და არ მოსწყდნენ საკუთარ საქმიანობას. 2011 წლის ივლისში გერმანიის ხელისუფლებამ დაიწყო დავა Facebook-ით მოწყობილი ღონისძიებების შესახებ. გადაწყვეტილება ეფუძნება იმ იდეას რომ რამდენიმე ღონიძიებაზე მივიდა ხალხი ვინ რეალურად არ იყო მიწვეული. 2011 წლის ნოემბერში Facebook-ის მომხმარებლების ნაწილს შეატყობინეს რომ მათი პროფილი გატეხეს და სურათები იყო პორნოგრაფიული სურათებით შეცვლილი. სულ მცირე ხნის წინ შეიცვალა პროფილის სახე და დაემატა ე.წ. Timeline სახის პროფილი. ტერორიზმის საკითხებში ექპერტების თქმით ტერორისტები იყენებენ Facebook-ს შემრულებლების (დამხმარეების) დასაქირავებლად დასავლური ქვეყნებიდან , როგორიცაა მაგალითად ავსტრალია.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s