2012 წელს უკანასკნელად ჩატარდება ეროვნული გამოცდები

 ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა , მომავალი წლიდან გამოცდები მხოლოდ სკოლაში ჩატარდება.

პრეზიდენტის განმარტებით, წელს ამას ვეღარ ასწრებენ მთელი იმ გაუგებრობის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ მომავალი წლიდან გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში. სააკაშვილის განმარტებით, იქნება რვა გამოცდა, პლუს ტესტი უნარ-ჩვევებში, ისე, როგორც არის საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში. სკოლის გამოცდების შედეგებით ჩააბარებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში.

“ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვს, მათთვის კიდევ შევქმნით ტესტებს ან ვინც ვერ ჩააბარებს პირველ წელს. წლის განმავლობაში ყოველთვის შეეძლებათ ჩააბარონ გამოცდა. ადრე გამოცდები იყო მხოლოდ ზაფხულში, ახლა წლის განმავლობაში შეეძლებათ, რამდენჯერაც უნდათ და როცა უნდათ, მაშინ ჩააბარონ. როცა გააუმჯობესებ, მაშინ ჩააბარებ და ეს ეხება პედაგოგებსაც”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ერთის მხრივ არის სკოლის 8 გამოცდა, მერე 4 ეროვნული გამოცდა.

“სკოლისთვის ცალკე ემზადება ბავშვი, მერე ქირაობს რეპეტიტორს და ემზადება უმაღლესისთვის. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. ამის საშუალება თბილისის ცენტრში აქვთ მხოლოდ. აღმოჩნდა, რომ ისევ დავყავით საზოგადოება პრივილეგირებულ, ცხვირაწეულ პირებად და დანარჩენ საზოგადოებად. ეს არის ფუნდამენტური დავა და ამას მე ვერასდროს მივიღებ. ამიტომ იყო, რომ ჩვენ დავკარგეთ დრო და ბოლო ერთი წელი რომ არ გაეტარებინათ ამათ განათლების სამინისტროში კამათში და დროზე მიგვეღო გადაწყვეტილება, ეროვნული გამოცდები წელსაც აღარ ჩატარდებოდა”, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s