FireWall

ფაიერვოლი (Firewall) არის აპარატურული მოწყობილობა (დიდი კომპიუტერული ქსელისთვის) ან პროგრამული უზრუნველყოფა, (პერსონალური კომპიუტერისათვის) რომელიც აკვირდება ქსელის და ინტერნეტის კომუნიკაციას თქვენს კომპიუტერამდე და მის გარეთ. ფაიერვოლი მოქმედებს როგორც ბარიერი და ამოწმებს იმ ინფორმაციის შინაარსს, რომელიც თქვენს პერსონალურ კომპიუტერში იგზავნება ინტერნეტით ან სხვა ქსელით. თქვენი ფაიერვოლის კონფიგურაციაზეა დამოკიდებული თუ რა შინაარსის ინფორმაციასთან გექნებათ ხელმისაწვდომობა და რომელი ინფორმაცია დაიბლოკება. ფაიერვოლი ღებულობს გადაწყვეტილებას პაკეტის გატარების ან დაბლოკვის შესახებ წესების ბაზის საფუძველზე.

მხოლოდ ფიერვოლი არაა საკმარისი საშუალება კომპიუტერული უსაფრთხოების მოსაპოვებლად, მაგრამ ის არის თავდაცვის პირველი ზღვარი.თქვენ აგრეთვე უნდა იფიქროთ თავდაცვის სხვა მექანიზმებძე, რომლებიც ამ ვებ-გვერდზეა განხილული.

ყველაზე უსაფრთხოა ჩათვალოთ, რომ თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი არ გთავაზობთ ფაიერვალს და იზრუნოთ იმაზე, რომ თავად დააყენოთ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა თქვენი თავის დასაცავად.

რატომ დავაინსტალიროთ ფაერვოლი?

ფაიერვოლი გიცავთ მრავალი ონლაინ საფრთხისაგან:თქვენს კომპიუტერში არასანქცირებული შემოჭრისაგან, ზოგიერთი ვირუსისაგან, ე.წ “ჭიებისგან” (Worms) რომლებიც გადაგიან კომპიუტერიდან კომპიუტერზე ინტერნეტის ან ქსელის საშუალებით.

მაგალითად: როდესაც თქვენ მუშაობთ ინტერნეტში, ხსნით სხვადასხვა ვებ-გვერდებს თქვენ გსურთ ამ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ნაჩვენები იყოს ბრაუზერში. ანალოგიურად, თქვენ სურვილი გექნებათ გადმოიწეროთ გარკვეული ფაილები ინტერნეტიდან და მიიღოთ ელ-ფოსტა თქვენი მეგობრებისაგან. ბუნებრივია, მსგავსი ინფორმაციის თქვენს კომპიუტერში მიღების სურვილი გექნებათ და არ შეეწინააღმდეგებით, მაგრამ თუ უცხო პიროვნება ან მავნე პროგრამა ცდილობს თქვენს კომპიუტერში შემოღწევას ცხადია გენდომებათ ხელი შეუშალოთ მას. ფაიერვოლს შეუძლია ავტომატურად იპოვოს განსხვავება კარგ და საზიანო ინფორმაციის მოძრაობას შორის და ხელი შეუშალოს საზიანო ინფორმაციის თქვენს კომპიუტერში შეღწევას რათა თქვენი პერსონალური კომპიუტერი და ინფორმაცია არ დაზინდეს.

ფაიერვოლის ტიპები

დესკტოპის=პერსონალური კომპიუტერის ფაიერვოლი

Microsoft Windows ფაიერვოლი – Windows 7, Vista and XP Service Pack 2/3 ოპერაციული სისტემებს გააჩნია თავისი ჩართული ფაერვეოლი, რომელიც ავტომატურად ბლოკავს ინტერნეტ საშიშროებებს. თქვენ ეს ფუნქცია უნდა დატოვოთ გააქტიურებული თუ არ შეცვლით მას სხვა პროგრამული უზრუნველყოფით, მაგალითადა ავტივირუსით რომელსაც აქვს ფაერვოლის ფუნქცია.

Windows ფაერვოლი არის შედარებით ძირითადი ფუნქციების და წესების შემცველი ფაიერვოლი, თქვენ შეგიძლიათ ის შეცვალოთ უფრო მეტი ფუნქციების მქონე ფასიანი ან უფასო დესკტოპის ფაიერვოლით ან დაამატოთ აპარატურული ფაირვოლი.

ჩვენ გირჩევთ, რომ ყველა კომპიუტერს ჰქონდეს დაინსტალირებული და გააქტიურებული ფაიერვოლი.

აპარატურული ფაირვოლი

აპარატურული ფაიერვოლები ხშირად დაყენებულია ინტერნეტ მარშრუტიზატორებზე. იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე კომპიუტერი იყოფს ინტერნეტ კავშირს აპარატურული ფაიერვოლები მათ ყველას დაცვას უზრუნველყოფს. დღესდღეობით მარშრუტიზატორების მწარმოებლების უმეტესობა გვთავაზობენ მოწყობილობებს ფაერვოლის ფუქნციით.

მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება უფრო და უფრო მარტივდება, აპარატურული ფაერვოლის კონფიგურაცია უფრო რთულია ვიდრე დესკტოპ ფაერვოლის. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ორივე აპრატურილი და პერსონალური ფაიერვოლი და მოიპოვოთ ცოტათი უფრო მეტი თავდაცვის უპირატესობა. თუმცა პერსონალური ფაერვოლის არსებობა კომპიუტერში, თქვენი პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს.

როგორ გავმართოთ პერსონალური ფაერვოლი?

თქვენი პერსონალური ფაერვოლის არჩევანი დამოკიდებული იქნება იმაზე იყენებთ თუ არა Windows XP/Vista/7 ოპერაციულ სისტემას ან გსურთ თუ არა სხვა ფასიანი ან უფასო ფაერვოლის დაყენება.

კარგად უნდა გააცნობიეროთ და სათანადოდ გამართოთ თქვენი პერსონალური ფაიერვოლის წესები, ვინაიდან სწორად იქნას გაკონტროლებული ქსელური ტრაფიკი. არასწორად დაკონფიგურირებული ფაერვოლს თქვენთვის სარგებლობის მოტანა არ შეეძლება. იგი ან დაბლოკავს თქვენს კომპიუტერში შემომავალ ყველა ინფორმაციას ან პირიქით, გაატარებს ყველანაირ ინფორმაციის, ეს კი ცხადია საზიანო იქნება.

უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები ფაიერვოლს ყიდიან როგორც ცალკე პროგრამას ან როგორც უსაფრთხოების პაკეტში შემავალ ერთ-ერთ საშუალებას, რომელსაც თან ახლავს სხვა საშუალებები როგორიცაა ანტივირუსი.

პერსონალური ფაიერვოლების სრული და სწორი კონფიგურირებისათვის პატარა ტრეინინგის გავლაა საჭირო. რომ გაარკვიოთ თუ რა პროგრამებია თქვენს კომპიუტერში დაყენებული და რომელი მათგანი უკავშირდება ინტერნეტს. ასეთი პროგრამების პირველად გახსნინას ფაერვოლი ატყობინებს მომხმარებელს, რომ პროგრამა ცდილობს ინტერნეტთან დაკავშირებას და ეკითხება დართოს თუ არა ნება.მთავარია ყურადღება მიაქციოთ ასეთ შეტყობინებებს და დარწმუნდეთ, რომ თქვენ ნებას რთავთ მხოლოდ ლეგიტიმური კავშირების განხორციელებას.

ოპერაციული სისტემა Window-ის ფაერვოლი

Windows 7 – იმისათვის რო დარწმუნდეთ ჩართულია თუ არა ფაერვოლი , დააჭირეთ Start-ს, გახსენით Сontrol Panel-ი , შემდგომ System and Security, შემდგომ დააჭირეთ Check Firewall Status და ნახეთ მწვანე ფერი და სიტყვა ”ON” თუ არის Firewall-ის გასწვრივ.

Windows Vista – იმისათვის რო დარწმუნდეთ ჩართულია თუ არა ფაერვოლი , დააჭირეთ Start-ს, გახსენით Сontrol Panel-ი , შემდგომ Security-ი, შემდგომ დააჭირეთ Turn Windows Firewall on or off და ნახეთ მწვანე ფერის წარწერა და თუ წერია Windows Firewall is ON.

Windows XP – იმისათვის რო დარწმუნდეთ ჩართულია თუ არა ფაერვოლი , დააჭირეთ Start-ს, გახსენით Settings – Сontrol Panel-ი , შემდგომ Security Center, შემდგომ დააჭირეთ Windows Firewall ნახეთ თუ არის მონიშნული ON (Recommended).

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s