სპამი

რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი იცოდა რა არის სპამი და ვინ არიან სპამერები. დღეს ალბათ არ არსებობს არცერთი ელექტრონული ფოსტის მომხმარებელი, რომელსაც არ აწუხებს სპამი.

რა არის სპამი?

სპამი არის ელექტრონული წერილის ტიპი, რომელიც მასობრივად და ანონიმურად იგზავნება მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მის დაუკითხავად და სურვილის გარეშე. მსგავსი წერილები უმეტესწილად სარეკლამო ხასიათისაა და განკუთვნილია რაიმე მომსახურების ან საქონლის რეკლამირებისათვია (პოტენციის ასამაღლებელი აბების რეკლამა, ფიქტიური კომპანიებისგან საფონდო ბირჟებზე არაჩვეულებრივი გარიგებების შესახებ მოწვევები და უამრავი სხვა მომხიბლავი წინადადება).

პიროვნებას, რომელიც მსგავს წერილებს აგზავნის ეწოდება სპამერი. გარდა რეკლამისა ბოროტმოქმედები სპამს იყენებენ ფიშინგური შეტევების განსახორციელებლად ან მავნე პროგრამების გასავრცელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ მომხმარებლების უმეტესობამ იცის სპამის შესახებ და უარყოფითად აფასაბენ მას, არის ასევე ბევრი ისეთი ვინც ხდება სპამის მსხვერპლი. მრავალ ქვეყანაში სპამირება ისჯება კანონით.
ყოველდღიურად მსოფლიოში მილიარდობით ელექტრონული წერილი იგზავნება და სტატისტიკურად ელექტრონული წერილების ტრაფიკის 80%-ზე მეტი არის სპამი ! გამოდის რომ ნორმალური წერილების რაოდენობა არის მხოლოდ 20%-ზე ნაკლები, დანარჩენი კი სპამი, სპამი, სპამი. . .

რა არის სპამ-ბოტი?

სპამ ბოტი არის სპეციალური პროგრამა რომელიც აგროვებს ელ-ფოსტის მისამართებს ინტერნეტში. სპამ ბოტი ავტომატურად ათვალიერებს სხვადასხვა ვებ გვერდებს, ფორუმებს, ბლოგებს და ტექსტში ეძებს ელ-ფოსტის მისამართს, შემდგომ ნაპოვნი ელ- ფოსტის მისამართები ხვდება სპამერების წერილების მასობრივი დაგზავნის სიაში, რის საშუალებითაც ისინა აგზავნიან სპამს.

თუ თქვენ ღია ტექსტით რომელი ვებ გვერდზე გაქვთ განთავსებული ან დაფიქსირებული თქვენი ელ-ფისტის მისამართი, დაწრმუნებული იყავით რომ სპამ-ბოტი იპოვის მას, რის შემდგომაც მოგივათ აუარებელი სპამ წერილები, ამიტომ არ გამოაქვეყნოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ვებ-გვერდზე ან ფორუმზე.

ვინაიდან სპამ-ბოტი არის მავნე პროგრამა, მას აქვს ასევე სპამის დაგზავნის ფუნქციაც. მან შეიძლება თქვენი კომპიუტერის საშუალებით გააზვნოს ათასობით სპამ წერილი სხვადასხვა ელექტრონუ მისამართზე. მომხმარებლისთის სპამ ბოტის არსებობა მის კომპიუტერში არის ძალზედ სახიფათო, რადგან მისი კომპიუტერის IP მისამართიდან გაგზავნილი სპამი ადრე თუ გვიან მოხვდება რომელიმე შავ სიაში (სპამის ბლოკირების სიები, რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრატორებს დაბლოკონ წერილები იმ სიტემებიდან, რომლებსაც აქვთ სპამის დაგზავნის ისტორია.), რის შემდგომ მას შეექმენა პრობლემა გააგზავნოს ჩვეულებილივი წერილები, ვინადან თუ მისი IP მისამართი დაფისქსირებულაი რომელიმე შავ სიაში, მიმღების სერვერი ავტომატურად დაბლოკავს მისგან მოსულ ნებისმიერ წერილს. ეს ძალზედ მნიშვენელოვანია ორგანიზაციებისათვოს რომელთაც აქვთ თავიანთი მეილ-სერვერი, რადგან თუნდაც ერთმა მომხმარებელმა შეიძლება შეუქმნას პრობლემა ყველა სხვა მომხმარებელსბ რომელის იყენებს სამსახურებრივ ელ-ფოსტას.

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი IP მისამართი (შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე ზედა მარჯვენა კუთხეში) შავ სიებში არსებობის შესახებ:

შეამოწმეთ: http://www.mxtoolbox.com/blacklists.aspx და http://www.dnsbl.info

OK – ნიშნავს რომ თქვენი IP მისამართი არის წესრიგში
Listed – ნიშნავს რომ თქვენი IP მისამართი შეტანილია შესაბამის შავ სიაში.

 

 

 

წყარო :  http://isap.ge/spam

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s