მოტყუებული სტუდენტები

 

    ბევრ თქვენგანს ვინც ამ პოსტს წაიკითხავს ალბათ გაუჩნდება კითხვა თუ რა შუაშია ეს მათემატიკასთან ან კომპიუტერულ მეცნიერებებთან . მართალია , ეს პოსტი არ პასუხობს ბლოგის თემას , მაგრამ როგორც ერთ-ერთ მოტყუებულ სტუდნეტს არ შემეძლო არ დამეწერა ეს პოსტი . მოკლედ ბევრს რომ არ მივედ – მოვედო დავიწყებ თუ სად და როგორ დაიწყო ყველაფერი .

 2011 წლის დეკემბრის თვეში უნივერსიტეტში კედლებზე გამოკრული იყო ინიციალები ორგანიზაციისა სახელად “საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი” , მეც როგორც მოტივირებული და დასაქმების მსურველი სტუდენტი მივედი ორგანიზაციაში და გავწევრიანდი , ეს ყველაფერი იმ ეტაპზე 5 ლარი დაჯდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ეს 5 ლარი ორგანიზაციის წევრს ყოველთვიურად უნდა ეხადა . მოკლედ იანვარში დამირეკეს , მივედი და ჩაგვიტარეს ტრენინგები , ეს ტრენინგებიც წარმატებით გავიარე 50 ქულიდან 40 ავიღე . ამის მერე დაგვიბარეს დაგვითხრეს რომ იწყებოდა სტაჟირება პროექტში “ასწავლე მოსწავლეს” და ყველას გვითხრეს რომ ჩვენს სასურველ მიმართულებაზე გაგვეკეთებინა ლექციები იმ სილაბუსების მიხედვით რომელიც ამ ორგანიზაციას სურდა. მე როოგრც მათემატიკის მოყვარულს რა თქვა უნდა არც მიფიქრია და მათემატიკის “მასწავლებლობა” ავირჩიე . მინდა გითხრათ რომ ამ ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სილაბუსი არაფერი იყო მეტი თუ არა დიდი უაზრობა ამიტომ სილაბუსი ჩემით შევადგინე და მე-11 კლასის შესაბამისი სილაბუსი გავაკეთე , 8 თემიდან 4 თემა . პირობა კი იყო რომ “ასწავლე მოსწავლე”-ს პროექტის 10 საუკეთესო მონაწილე ლიტვაში წავიდოდა 10 დღით . კაი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ უნდა გავსულიყავი სკოლაში . 166-ე სკოლა გვქონდა მე და ჩემს მეწყვილეს არჩეული და სკოლებში გავედით , არც დაპირებული შემმოწმებლები იყვნენ , ვინც გაარკვევდა იმას თუ ვინ უნდა წასულიყო ლიტვაში და არაფერი . მეტიც შემდეგ გავიგე რომ პროექტის დამთავრებამდე ამ თვითმარქვია ორგანიზაციის პრეზიდენტს ვინმე ლაშა მონიავას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თუ ვის წაიყვანდა ლიტვაში . ყველაზე საშნელება კი ის იყო რომ ლიტვაში წამსვლელთა სიაში მოხვდნენ ისეთებიც ვისაც ერთი გაკვეთილიც არ ჰქონდათ ჩატარებული . ეხლა ისინი ლიტვაში გულაობენ და მე კუთვნილ სერთიფიკატსაც არ მაძლეცენ  .

   მე როგორც სტუდენტს მაინტერესებს თუ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს ? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კი ამბობს რომ ეს ორგანიზაცია არ არის კანონიერი , თუმცა გასაკვირია რომ ამ ორგანიზაციის ოფისი თსუ-ს მეორე კორპუსშია . რეტქორის თქმით ფულის აგროვებაც უკანონოა და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ორგანიზაციასა და თსუ-ს , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს . ყველაზე საშინელება კი ის არის , რომ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი სახელსა და გვარს კიდევ გავიმეორებ , ლაშა მონიავა , სტუდენტებს თსუ-ს სახელით ელაპარაკება . ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ბავშვურ ტყუილებს ჰგავს და გამიჩნდა კითხვა თუ ვინ უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია ? ვინ შეძლებს ჩვენს დახმარება ?როგორც ჩანს ამ ორგანიზაციის კანონიერებას რექტორი არ აღიარებს , მაგრამ ის არ ცდილობს ყველფრის გარკვევას და თუ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღებას.

    ეს პოსტი დავწერე სწორედ იმიტომ , რომ ამ ყველაფრის გამო ვარ ძალიან გულდაწყვეტილი და არ მინდა ჩემნაირ სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ სხვებიც .

13 thoughts on “მოტყუებული სტუდენტები

  1. paraskebs 16:00 saatze, pirvel korpusshi, 107 auditoriashi aris reqtortan shexvedra, iq dausvit es kitxva

  2. ლაშა მონიავა – თსუ-ს იურიდიული ფაქულტეტის სტუდენტი იყო. ეხლა დამთავრებული უნდა ქონდეს თუ რამე არ შეეტენა თავის დროზე.

    წინა თვითმმართველობაში ”გალჩის” (ვიცე პრეზიდენტი) ყურმოჭრილი მონა იყო. უპირობო შემსრულებელი მისი ყველა სიტყვის.

    ეხლა კიდე ორგანიზაციაო არა?! თან თაღლითობს და ფულს იღებს!
    როგორ გავბრაზდი ბლიად!

    გაუტრაკე ბოლომდე! თუ საჭირო იქნება შენთან ვარ!

    • მადლობა მეგობარო , ჩვენც ბოლომდე მიწოლას და გატრაკებას ვაპირებთ , მე როგორც ვიცი მაგისტრანტია . რაც შევატყვე ცოდნის დიდი ბაგაჟით ეს ბიჭი არ გამოირჩევა თვითონ

      • არა რა ცოდნა ?! ეგ ბიჭი და ცოდნა სხვადასხვა პოლისზე არიან.
        გაიხარე!

      • ეგ მონია ვიცნობ კარგად ერთი უცოდინარი დემაგოგი სა საზიზღარი ტიპია. სრული უცოდინარი ხეპრე რო იტყვიან, მაგას თავისი გასაჭირიც ეყოფა. ეგ ლიტვა კი გულში არ ჩაიდო დიდი არაფერია დამიჯერე . როგორი ვიზუალიც აქ მაგ მონიავას ისეთივე სულის პატრონია ეგ უბედური !

    • არა ილო აქ ხელშეკრულებები არაა მაგრამ CV რომ შევავსეთ ავტომატურად ორგანიზაციის წევრები გავხდით

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s