EURO 2012-ის ფინალის მოლოდინში

    მოგეხსენებათ , ხვალ , 1 ივლისს გაიმართება ევროპის 2012-ის ფინალური შეხვედრა . ფინალი კიევში გაიმართება და ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ განთესილები . სანამ უშუალოდ გუნდების ისტორიებზე გადავალთ შეგახსენებთ თუ ვინ დაამარცხეს მათ ფინალამდე მისვლისთვის . ესპანეთის მეტოქე მეოთხედფინალიურ მატჩი საფრანგეთი იყო , მათ ფრანგები 2-0 დაამარცხეს. ნახევარფინალურ მატჩში ესპანელები პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და მათი ბარიერის გადალახვა პენალტების სერიაში შეძლეს . იტალიელებმა მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები ასევე თერთმეტმეტრიანებით დაამარცხეს , ხოლო ნახევარფინალში გერმანიას სძლიეს 2-1 .

ეს არის მატჩის პრომო ვიდეო , რომელზეც მოკლედ არის ასახული ორივე გუნდის გამოსვლა ევრო 2012-ზე 

   იტალიის ნაკრების ისტორია რომ გავიხსენოთ მათ პირველად 1968 წელს მოიგეს,  მათი მეტოქე ფინალში იუგოსლავიი ნაკრები იყო . ამ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და მაშნდელი წესების თანახმად გუნდებმა რამდენიმე დღეში გადათამაშება ითამაშეს , სადაც უკვე 2:0 იმარჯვა იტალიის ნაკრებმა .

   ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი 1964 წელს პირველად 1964 წელს მოიგო , ფინალში მათი მეტოქე საბჭოთა კავშირი იყო და ესპანელებმა ისინი 2:1 დაამარცხეს . ამის შემდეგ ესპანელებს დიდი ხნის პაუზა ჰქონდათ და 44 წლის შემდეგ მათ კიდევ გაიბრწყინეს და მეორედ შეძლეს ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვება , მათი მეტოქე ფინალში გერმანიის ნაკრები იყო და ამ შეხვედრაში ესპანელებმა 1:0 იმარჯვეს.

ვნახოთ რა მოხდება 2012-ში , მოიგებს იტალია და ევროპის ჩემპიონატის მოგებების რაოდენობით გაუთანაბრდება ესპანეთს თუ ესპანელები მესამედ შეძლებენ ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვებას !

 გთავაზობთ ესპანეთისა და იტალიის ჯგუფური მატჩის მოკლემეტრაჟიან ვიდეოს 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s