დაზღვევა და მისი როლი საქართველოში

ხშირად , როდესაც რეკლამით ან რაიმე სხვა საშუალებით ვიგებთ ინფორმაციას სადაზღვეო კომპანიებზე, გვიჩნდება კითხვა თუ საერთოდ რა არის დაზღვევა .

დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება.

დაზღვევის ძირითადი პრინციპია , რომ  ყოველწლიურად უამრავმა ადამიანმა გარკვეული თანხა შეიტანოს საერთო ფონდში, საიდანაც კომპესაცია მიეცემა ცალკეულ დაზღვეულ პირებს.

დღესსდღეობით საქართველოში ბევრი სადაზღვეო ფირმაა მაგრამ მათგან ალბათ ყველაზე ცნობილებია : “ალდაგი ბისიაი” , “ირაო” , “ჯი-პი-აი ჰოლდინგი ” , “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” , “იმედი ელი” , “ალფა” , “ტაო ” , “ვესტი” , “უნისონი” , “აი სი ჯგუფი” .

ალბათ მიკერძოებაში არ ჩამითვლით თუ ვიტყვი, რომ მათგან საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მხოლოდ რამდენიმე . ესენია : ალდაგი ბისიაი , ირაო და ჯი-პი-აი ჰოლდინგი . თუმცა ყველა კომპანიას თავისი პირობები და შესაბამისად თავისი მომხმარებელი ჰყავს. ალბათ საინტერესოა სტატისკიტა თუ რამდენი ადამიანი სარგებლოს საერთოდ დაზღვევით . ამისთვის მოვიყვან 2011 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს :

სარგებლობთ თუ არა სადაზღვევო სერვისებით?
1. არც ერთით არ ვსარგებლობ – 55%
2. სამედიცინო დაზღვევა – 21.9%
3. ავტომობილის დაზღვევა – 8,6%
4. სიცოცხლის დაზღვევა – 7%
5. ქონების დაზღვევა – 4,8%
6. სხვა – 1,4%
7. მესამე პირისადმი პასუხისმგებლობით დაზღვევა – 1,3%

 

გთავაზობთ სადაზღვეო კომპანიების რეიტინგსა და ბაზრის კვლევის შედეგებს : გაზეთ “ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL-მა სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი და სადაზღვევო პროდუქტებისადმი მოქალაქეთა დამოკიდებულება შეისწავლა. სათანადო კითხვარის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქალაქ თბილისში გამოკითხულ იქნა 485 რესპოდენტი, 27-29 დეკემბერს. სადაზღვევო კომპანიებს შორის ნდობის და, შესაბამისად, ცნობადობის რეიტინგში “ალდაგი ბისიაი” ლიდერობს.

 

რომელ სადაზღვევო კომპანიას ენდობით?
1. “ალდაგი ბისიაი” – 26,6%
2. “ჯი პი აი ჰოლდინგი” – 19,7%
3. “ირაო” – 12,9%
4. “იმედი L International” – 9,4%
5. “აი სი ჯგუფი” – 7,2%
6. “ტაო” – 5,6%
7. “ვესტი” – 3,2%
8. “ქართუ” – 2,8%
9. “პარტნიორი” – 1,6%
10. “AIG-Europe SA” – 0,6%
11. “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” – 0,4%
12. “სტანდარტ დაზღვევა საქართველო” – 0,4%
13. არცერთს – 9,6%

 

2 thoughts on “დაზღვევა და მისი როლი საქართველოში

  1. რად უნდა ქართველს დაზღვავა, უფლისგან არიან დაზღვეულებუი)

Leave a Reply / უპასუხე