კანონმდებლობა ანუ სასჯელი კიბერტერორებისთვის

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა და კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გარდა ფიზიკური პირებისა, იურიდიულ პირებზეც გავრცელდა, რაც საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავიდან სამი მუხლი სწორედ კიბერდანაშაულს ეხება.

თავი XXXV

კიბერდანაშაული (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.)

მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.)
1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.
4. ამ თავში მნიშვნელოვნად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

მუხლი 285. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული
სისტემის უკანონოდ გამოყენება (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.)
1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავითა და ამ კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული
სისტემის ხელყოფა (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.)
1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.)

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

მუხლი 3241. კიბერტერორიზმი (25.07.2006 N 3530)
1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

 

 

წყარო : http://isap.ge/legislation

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s