ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება

  • მსოფლიოში არსებობს 3 მილიარდზე მეტი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • 75% არის პერსონალური ხოლო 25% კორპორატიულო ელ-ფოსტის მისამართი.
  • ელ-ფოსტის მისამართების 49% განლაგებულია აზია-წყნარი ოკენის რეგიონში
  • 22 % ევროპაში, 14% ჩრდილო ამერიკაში და 15% დანარჩენი მსოფლიოში.

ყოველდღიურად იგზავნება 250 მილიარდზე მეტი ელექტრონული წერილი.

თავდაპირველად ელექტრონული ფოსტა არი იყო შექმნილი უსაფრთხოების მკაცრი ზომების გათვალისწინებით, რადგან მისი მიზანი იყო სრაფად და მარტივად გადაეცა ტექსტური ინფრომაცია ინტერნეტის საშუალებით, ამიტომ საჭიროა თქვენ თავად იზრუნოთ თქვენი ელ-ფოსტის და წერილების უსაფრთხოებაზე რომ არ აღმოჩნდეთ კრიმინალების მსხვერპლი, ვინაიდან მათ შეუძლიათ , თქვენი წერილების წაკითხვა, წერილების შინაარსის შეცვლა, ვირუსების გავრცელება და მრავალი სხვა.

გამოიყენეთ რთული პაროლი
რაც უფრო მეტი სხვადასხვა ასოს, ციფრის და სიმბოლოსგან შედგება თქვენი პაროლი, მით უფრო რთულია მისი გატეხვა და, შესაბამისად, მცირდება პერსონალურ მონაცემების დაკარგვის ან ბოროტად გამოყენების რისკი.

არ გაამხილოთ თქვენი პარილი
ელ-ფოსტის სერვისის კომპანია (Yahoo, Gmail, Hotmail, Mail.ru) კორპორატიული ან კომერციული ელ-ფოსტის ადმინისტრატორი არასდროს არ გკითხვათ თქვენს პაროლს. არ მოტყუვდეთ მსგავსი საეჭვო წერილის მიღებისას.

არ გახსნათ მიმაგრებული ფაილები (Attachment)
ელექტრონული წერილების საშუალებით ვრცელდება ვირუსები და მავნე პროგრამები, ამიტომ არ გახსნათ უცხო პირისგან გამოგზავნილი საეჭვო წერილის მიმაგრებული ფაილი თუ თქვენ არ ხართ დაწმუნებული მის სანდოობაში, ასევე არ გახსნათ წერილში მითითებული არცერთი ლინკი (ბმული), რომელმაც შესაძლოა გადაგიყვანოთ მავნე კოდის შემცველ ვებ გვერდზე.

გამოიყენეთ უსაფრთხო ელექტრონული ფოსტის სერვისები
Gmail, Yahoo და Hotmail -ს თავის საფოსტო სერვისში ინტეგრირებული აქვს დაცვის ფუქნციები, რომელიც უზრუნველყოფს სპამის, ვირუსების და ასევე სხვა საეჭვო ელექტრონულ წერილების ბლოკირებას ან სპეციალურ ყუთში გადამისამართებას (Junk mail).

ყურადღება მიაქციეთ გამომგზავნს და წერილის შინაარს
თუ გამომგზავნის სახელი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი ემთხვევა თქვენი ნაცნობის სახელს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მისგან არის მოსული წერილი. შესაძლოა რომ მისი საფოსტო ყუთი გატეხეს, ან მისი ელ-ფოსტის მისამართი მოხდა თაღლითების ხელში ან მისი კომპიუტერი არის დაინფიცირებული. თუ ეჭვი გეპარებათ წერილის სინამდვილეში სასურველია გადაამოწმოთ გამომგზავნთან ან შეატყობინეთ მას ამგვარი ფაქტის არსებობის შემთხვევაში.

აუცილებლად დააჭირეთ გამოსვლის ღილაკს (Log out/Sign Out)
თუ თქვენ იყენებთ ელექტრონულ ფოსტას სხვის ან უხო კომპიუტერზე, მოხმარების დამთვარებისას დააჭირეთ გამოსვლას და დაკეთეთ ინტერნეტ ბრაუზერი.

არ გამოაქვეყნოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ვებ-გვერდზე ან ფორუმზე,
სპამ-ბოტები ათვალიერებენ ვებ გვერდებს და ელ-ფოსტის მისამართის პოვნისას ავტომატურად შეაქვთ სპამ სიაში. იხილეთ ანტი-სპამი და ანტი-ფიშინგი.

 

 

წყარო : http://isap.ge/email

2 thoughts on “ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება

  1. რიცხვები სწორია? 250 მილიარდი თუ იგზავნება გამოდის რომ თითო ადამიანი საშუალოდ 80-85 მეილს გზავნის დღეში და მეეჭვება🙂

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s