დაბალი ხარისხის სწავლება თსუ-ში – რეალობა თუ ცილისწამება ?!

ალბათ ბევრი სტუდენტისგან გაიგებთ , რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების დაბალი ხარისხია , ისინი ვერ იღებენ  სათანადო განათლებას და მათ არ აქვთ მომავალი . მე , როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ზუსტ და საბუმებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი მათ არ დავეთანხმებოდი . რა თქმა უნდა , მედალს ორი მხარე აქვს . უნივერსიტეტში არის პრობლემებიც , საკმაოდ ბევრიც , თუმცა რაც შეეხება განათლების ხარისხს ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ არ არის დაბალი.  კიდევ აღვნიშნავ , რომ ჯერ მხოლოდ პირველი კურსი დავხურე (შეიძლება ასეც ითქვას , რადგან ერთი გამოცდა დამრჩა) და უკმაყოფილება მხოლოდ უცხო ენის სწავლების ხარისხზე გამიჩნდა  , ხოლო რაც შეეხება პროფესიულ საგნებს , ვთვლი რომ რაც არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი ბრალია . დღესდღეობით ჩემს ფაკულტეტზე და უნივერსიტეტში შეიძლება ითქვას , რომ ვითვლები ერთ-ერთ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტად და არ შემიძლია ცუდი ვთქვა და ცილი დავწამო ლექტორებს არაკვალიფიციურობაში , სიზარმაცეში და ლექციების გაცდენაში , როგორც ამას სხვა სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი აკეთებს , შეიძლება მათ ამისი საბაბი აქვთ  . მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითსაც, როდესაც მე მაინტერესებდა კონკრეტულ საგანში რაღაც , ლექტორი შემხვდა დერეფანში , ბოდიშის მოხდით იგი შევაყოვნე და კითხვა , რომელიც მქონდა დავუსვი , მას შეეძლო ამ კითხვაზე პასუხი მოკლედ გაეცა , რომ ეს არის ასე , მაგრამ ეს ასე არ მოხდა , იგი გაჩერდა ჩეთან იმდენი ხანი , რამდენიც საჭირო იყო იმ კითხვაზე ამომწურავი პასუხისთვის და ეს მოხდა რამდენიმე საგანში .  ყოველივე ამის შემდეგ არ შემიძლია ვთქვა , რომ ლექტორებს არ აინტერესებთ ჩვენი განათლების დონე , ისინი არ გვაძლევენ საკმარის განათლებას რადგან არაკვალიფიციურები არიან . მჯობზე მჯობი არ დაილევაო ნათქვამია და შესაბამისად უნივერსიტეტშიც არიან ლექტორები , რომელსაც შედარებით მაღალი სტატუსი აქვს , ვგულისხმობ იმას , რომ არიან სრული პროფესორები , ასისტენტ პროფესორები და უბრალოდ პროფესორები .  არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ , მაგრამ როცა სტუდენტი არ დადის უნივერსიტეტში , ან დადის მაგრამ ლექციებზე არ შედის , როცა ის არ სწავლობს და მხოლოდ გამოცდის წინა დღეს ცდილობს რაღაცის სწავლას და შემდეგ როცა მაღა ქულას ვერ მიიღებს გამოცდაზე და ამას ლექტორატს და უნივერსიტეტში სწავლების დაბალ ხარისხს აბრალებს ეს ცოტა უსამართლობაა . კიდევ ერთხელ აღვნიშნავს , რომ იდეალურად ნამდვილად არ არის საქმე თსუ-ში , რა თქმა უნდა , არის პრობლემებიც , მაგრამ რაც შეეხება სწავლების დაბალ ხარისხს ეს რეალურად არ მიმაჩნია .  ყველას თავისი აზრი აქვს და ჩემი აზრი ასეთია .

8 thoughts on “დაბალი ხარისხის სწავლება თსუ-ში – რეალობა თუ ცილისწამება ?!

  1. გეთანხმები…სხვა პრობლემები არსებობს თუმცა სწავლის ხარისხს ვერ დაუწუნებ თსუ-ს.:)

    • კი პრობლემა ნამდვილად ბევრი და გუშინ გადაცემა იყო , სადაც სწავლის დაბალ ხარისხზე გაამახვილეს ყურადღება და ეს ცუდად მომხვდა ყურში , რადგან რაც მე თსუ-ში ვისწავლე (მხოლოდ პირველი კურსი დავხურე) ეს პრეტენზია მხოლოდ უცხო ენის მიმართ გამიჩნდა .

      • კი ინგლისურის სწავლება ნამდვილად გამოსასწორებელია…რომ მოვედი უფრო მეტი ვიცოდი ვიდრე ახლა..

      • მეც იმავეს ვიტყოდი , უფრო დამავიწყდა , მაგრამ რაც შეეხება სხვა საგნებს კმაყოფილი ვარ

  2. სწავლების ხარისხითაც ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი ,მაგრამ მე ამაზე მეტად საგანგაშო ზოგადად უნივერსიტეტში არსებული ქაოსი მიმაჩნია (საგნების არჩევა,ცუდათ თარგმნილი ქსეროქსები,თვითმმართველობის მონოპოლია)ბევრი რამაა გამოსასწორებელი,..რექტორი კი არაფერს ცდილობს

  3. თსუ ისეთი რამააა.🙂🙂 პირადად მე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექტორი მყავს (სოც-პოლზე ვსწავლობ) და ბევრი ღამეც გამითევია მეცადინეობაში. თსუ-მ ბევრი რამ მასწავლა და ამას ვერ დავუკარგავთ. დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ყბადაღებულ თემად იქცა. რამდენიმე უვიცი ჟურნალისტიც ირონიით მოიხსენიებს, ილიას უნივერსიტეტი კი საცაა ჰარვარდს გაუტოლონ.🙂 შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ჩვენი ბაზა, რესურსები, ლექტორები და სტუდენტები ერთ-ერთი პირველი რომაა, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. პრობლემების დიდი წილი საერთო განათლების სისტემის ბრალია. ბაზას რაც შეეხება, არ ვიცი მე რა იღბლიანი ვარ, მაგრამ პრობლემები აქაც უიშვიათესად შემთხვევია…

  4. პირველ კურსზე ლექტორები შედარებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ხოლმე სტუდენტებზე, რომლებიც ნაწილობრივ საკუთარი სტუდენტობით არიან აღფრთოვანებული, ნაწილობრივ ცოდნის თეთრ ტაძარში მოხვედრით. აი, მეოთხე კურსეც თუ მაგ დონის კმაყოფილება და პიონერი სულისშემართება შერჩა სტუდენტს, ეს უკვე დიაგნოზია :დ

    • getanxmebi namdvilat giga. inglisuris swavlebis done namdvilad dabalia, ganakutrebit saziano es matvis vinc nulidan iwyebs swvlas

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s