კიდევ ერთი პრობლემა თსუ-ში !

         ბევრი საუბარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე . ამჯერად მინდა ხაზი გავუსვა უცხო ენასთან დაკავშრებულ პრობლემას . გარდა იმისა რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ დაიკვეხნის უცხო ენის სწავლების მაღალი დონით, პრობლემები იყო საბოლოო გამოცდის ბილეთთან დაკავშირებითაც.

რაც პირადად ვიცი და გამოვცადე არის ის , რომ პირველი კურსის ფინალური გამოცდისას ინგლისურ ენაში , გამოცდის ბილეთში ცოტა არ იყოს უცნაური სიტუაცია დამხვდა . გარდა იმისა რომ ბილეთი იყო ძალიან ცუდი დაბეჭდილი და უხარისხო (სავარაუდო ოთხი პასუხიდან რამდენიმეში ორი ერთი და იგივე პასუხი იყო) პრობლემა იყო გამოცდის თემატიკაც . როგორც „ძვირფასმა“ ლექტორებმა გვითხრეს საბოლოო გამოცდაზე შევიდოდა სილაბუსით გათვალისწინებული რვა Unit-ი , თუმცა პირადად მე , რომელიც საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული ამ გამოცდისთვის ერთ-ერთ სავარჯიშოში, სადაც ფრაზალური ზმნები უნდა აგვერჩია და სწორად ჩაგვესვა დაგვხვდა შემდეგი სიტუაცია : ჩამოთვლილი 7 ფრაზალური ზმნიდან , მხოლოდ ორი ვიცოდი (უნივერსიტეტში არ მქონდა ნასწავლი) , ამათგან ერთი ნიმუშად იყო გამოყენებული . ყოველივე ამის მერე , გადავწყიტე არ გამეფუჭებინა ქულები და GPA ,და გავსულიყავი დამატებით გამოცდაზე , რადგან ამ გამოცდამდე საკმაოდ კარგი ქულებით მოვედი და GPA-ც 4 მქონდა . საბოლოოდ როგორც გაირკვა , ის ფრაზალური ზმნები , რომლებიც გამოცდაზე შემხვდა იყო მე-9 Unit-დან , ახლა კი თქვენ შეაფასეთ რამდენად სამართლიანია ეს ფაქტი.

ყოველივე ამის შემდეგ მაინტერესებს , თუ რატომ არავინ აკონტროლებს იმას , თუ რას შეიტანენ ლექტორები საგამოცდო ბილეთში . ზემოთ აღწერილი ვითარება სულ მცირე ხომ უპასუხისმგებლობაა ლექტორის მხრიდან და გარდა ამისა ეს კანონდარღვევაც არის . როგორც ჩანს ყველაფერი არც ისე იდეალურია თსუ-ში , როგორც ამას ადმინისტრაცია გვიხატავს. თუმცა ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო ისიც , რომ სხვა საგნების სწავლების ხარისხით ნამდვილად კმაყოფილი ვარ და მსგავსი პრობლემა ჯერ სხვა საგანში არ შემხვედრია და იმედია არც შემხვდება .

 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s