დაიცავი საავტორო უფლებები ! ! !

ბლოგერობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე . მაშინ 15 წლის ვიქნებოდი და კანონებში ისე არ ვიყავი გარკვეული როგორც ახლა . ახლა შედარებით უკეთ ვიცი რაღაც-რაღაცები . პირველად როცა პოსტი დავწერე , უფრო სწორი იქნება თუ დავიკოპირე და დავპოსტე , იმ პოსტის ავტორმა (გაზიარების და “გაბაზრების” შემდეგ ნახა) მომწერა რომ ეს არ შეიძლებოდა და მითხრა ან საერთოდ წამეშალა ის პოსტი ან წყარო მიმეთითებინა . მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას რატომ მეუბნებოდა , ვფიქრობდი თუ რა უფლება ჰქონდა რომ ჩემს ბლოგზე დაწერის მიკონტროლებდა . (უფრო სწორად ვხვდებოდი ალბათ და ვერ ვიაზრებდი რომ ეს არ შეიძლება და ეს უპატივცემულობაა კოლეგის მიმართ) ახლა როცა უკვე ვიცი რომ ეს არ შეიძლება , ერთი იმიტომ რომ ეს კანონდარღვევაა და მეორეც იმიტომ , რომ ვიღაცამ იწვალა , დაწერა , შემდეგ გამოაქვეყნა და ამით საკუთარი საიტისა თუ ბლოგის პოპულარიზაციას ცდილობს შენ კიდე კლავიატურის მარტივი კომბინაციით (ctrl + c   და შემდეგ ctrl +v )-თი მის შრომას და ღვაწლს საკუთარ თავს აწერ. რამდენიმე დღის წინ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა , ერთ-ერთმა პიროვნებამ (მეგობარმა) მთხოვა , რომ ჩემს ბლოგზე დადებულ პოსტს თვითონაც გამოაქვეყნებდა თავის საიტზე . მე რა თქმა უნდა მას დავთანხმდი , ოღონდ ვთხოვე რომ წყარო მიეთითებინა . მან ეს არ გააკეთა (ან დაავიწყდა) და შემდეგ შევახსენე და მოვთხოვე რომ ეს გაეკეთებინა (იურისტს ეს არ უნდა შეშლოდა :D) , მან მითხრა რომ წყარო მითითებული აქვს მის საიტზე უკვე და როცა მეორედ შევედი მართლაც ასე იყო . რატომ მოვყევი ეს ? ყოველივე ამის შემდეგ გამახსენდა ის სიტუაცია , როცა მე პირველად გავაკეთე ასე და წყაროც არ მივუთითე . ალბათ სანამ შენს ნაშრომს არ შეეხებიან ასე , ვერ ხვდები რა მტკივნეული და გულდასაწყვეტია ეს ფაქტი , როცა ვიღაცა ცდილობს შენი შრომა თვოთონ მიიწეროს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება , რომ ნუ დავარღვევთ კანონს , დავაკოპიროთ პოსტები სხვა ბლოგებიდან / საიტებიდან ამას ხომ არავინ გვიშლის , ოღონდ მივუთითოთ ხოლმე წყარო .

ყველას უმორჩილესად გთხოვთ  დაიცავით საავტორო უფლებები . . . 

3 thoughts on “დაიცავი საავტორო უფლებები ! ! !

    • ძალიან გთხოვთ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებთ ამ ბლოგზე. ერთადერთი თემა და საკითხი რის შესახებაც ამ ბლოგზე არცერთი პოსტი არ არის და არც იქნება , პოლიტიკაა .

      იმედია გაითვალისწინებთ

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s