მ ე გ ო ბ რ ო ბ ა

             ალბათ ბევრისგან გაიგონებთ , რომ ვირაცაზე იტყვის აი ის ჩემი მეგობარია . მეგობარი? კი მაგრამ ვინ არის საერთოდ მეგობარი? და საერთოდ რას ნიშნავს მეგობრობა? ურთიერთობის როგორი სახეა? ალბათ ამაზე პასუხი ძნელია . ყველას თავისებური ხედვა აქვს . რამდენიმე ადამიანს ვთხოვე ეთქვა ჩემთვის თუ რა არის საერთოდ მეგობრობა .

*** : მეგობრობა ეს არის : გაგება,ერთმანეთის დაფასება, სიყვარული, მხარდაჭერა, თანადგომა… საერთო ინტერესები არ არის აპრიორი, მთავარია საერთო ფუნდამენტალური ღირებულებები, უფრო მთავარი კი – მეგობრობის ფასის გააზრება და მისი მოფრთხილება…

*** : მეგობრობა ეს არის : ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება.

*** : მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია

გაბრიელ გარსია მარკესის თქმით , ნამდვილი მეგობარი ისაა , ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს  .

ჩემი აზრით , მეგობრობა ეს არის ურთიერთობა დამოკიდებულება , რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს ყურადღებას აქცევენ , უგებენ ერთმანეთს , გაჭირვებაში გვერდში უდგანად.

არ შემიძლია მეგობარი ვუწოდო ადამიანს , რომელიც დიდი ხნის მანძილზე ერთხელ არ მოგიკითხავს, ერთხელ არ იკითხავს რა გიჭირს ან რა გილხინს, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს , მეტიც შენზე რაღაც-რაღაცებს ლაპარაკობს, როცა შენ ხშირად მიწერ და მოიკითხავ , იგი ამას თავის მობეზრებას ეძახის . მეგობარი არაა ადამიანი , რომელიც ძალიან , ძალიან ცუდ რამეს გაგიკეთებს და შემდეგ გეტყვის რომ რაღაც ცუდად გამოუვიდა .

საბოლოოდ , შეიძლება ვქვათ რომ ბევრს გააზრებული არც აქვს თუ რა არის მეგობრობა , რას ნიშნავს გყავდეს მეგობარი და ვინ არის ნამდვილი მეგობარი . ერთი შეხედვით და თქმით ყველას მეგობრობა უნდა მაგრამ მათი საქციელი სულ სხვას ლაპარაკობს , ასე რომ სანამ ვინმეზე იტყვი , რომ ის შენი მეგობარია , კარგად უნდა გყავდეს ის პიროვნება შესწავლილი .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s