თამბაქო , მისგან გამოწვეული დაავადებები და შედეგი

სიგარეტი ეს არის ძაფი , რომლის ერთ ბოლოში ცეცხლია , მეორეში – სულელი . 

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში).

 ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად. ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. ამ ტენდენციას თამბაქოსთან აქტიურ ბრძოლას უკავშირებენ. ასეთი ბრძოლა ჩვენთანაც დაიწყო – აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესდა ჯარიმები, ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელთათვის გადასახადების მომატებაზე, რაც სიგარეტის ფასის ზრდას გამოიწვევს… ამ მეთოდმა სხვა ქვეყნებში გაამართლა: მხოლოდ სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა. თანაც სიძვირე თურმე პირველ რიგში დამწყებ მწეველებს აფრთხობს. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ამერიკული მეთოდი ქართულ სინამდვილეში, სადღეისოდ კი სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9 პროცენტით გაიზარდა. მოზარდთა 42,4 პროცენტი მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.

 

 * * *

ნაფაზის დარტყმისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, მათ შორის – ნახშირჟანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, ჭიანჭველასი და ციანიდის მჟავები, დარიშხანი, წყალბადი, აცეტილენი, რადიაქტიური ელემენტები… დაბოლოს, კუპრი, რომელშიც 43 კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი კომპონენტი) დაითვალეს.

 თამბაქოსთან დაკავშირებით დეკანოზ მიქაელს რამდენიმე კითხვა დაუსვეს :

  • რამდენად მძიმე ცოდვაა თამბაქოს მოხმარება და საიდან მოდის მისი მოხმარების  ტრადიცია ?

ეს არის ეშმაკის თაყვანისცემა და თავისი წარმოშობით დემონური შინაარსის მატარებელია . ამერიკელი ინდიელებისთვი თამბაქო ისეთივე ნივთიერებაა, რაც ეკლესიის საკმეველი. მათ ჰქონდათ ე.წ. “მშვიდობის ყალიონი” , რომელსაც თამბაქოთი ტენიდნენ , ზედ ადებდნენ ნაკვერჩხალს და ოთახის სამ კუთხეში მოატარებდნენ. ამ რიტუალში დემონური მუხტი იყო ჩადებული და ემსახურებოდა მათი ღმერთის თაყვანისცემას.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s