ქართული კლუბები ევრო ტურნირებზე . დილას ტრიუმფი დანიაში და მეტალურგის ფურორი მიხეილ მესხზე

ღეს , ისე როგორც სხვა დროს დატვირთული დღე მქონდა . თუმცა მაინცმ ოულოდნელად ველოდი ქართული კლუბების : მეტალურგისა და გორის დილას თამაშებს ევრო ტურნირებზე. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია . ალბათ იმიტომ რომ დაახლოებით 5 წელი დავდიოდი ფეხბურთზე და დღესაც აქტიურად ვთამაშობ ხოლმე სამოყვარულო დონეზე. 20:00 საათზე მეტალურგის თამაში დაიწყო, თუმცა სიმართლე გითხრათ დილას თამაშს უფრო მოველოდი და მას უფრო ვქომაგობ , რადგან წარმოშობით გორელი ვარ.

უსთაველებმა მატჩის დაწყებისთანავე გაუშვეს სადავეები ხელიდან და პირველი ტაიმი 2-1 დამარცხდნენ . მე-60 წუთზე უკვე 3-1 აგებდნენ და ამ მატჩის ყურებასაც თავი დავანებე და ხელი ჩავიქნიე. ხელის ჩაქნევა ცუდია მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე რომ მათი თამაშის შემხედვარემ ყოველგვარი შემოტრიალების იმედი დავკარგე .

            ნტერნეტში ვერ ვნახე ლინკი სადაც გორელთა თამაშს თვალს ვადევნებდი . 21:00 საათზე მატჩი დაიწყო და როგორც soccerstand.com-დან გავიგე მე-3 წუთზე დანიელები უკვე დაწინაურებულნი იყვნენ. ამ ამბავმა გული დამწყვიტა. ამის მერე თითქმის ყოცელ სამ წუთში ერთხელ ამ საიტს ვა-refresh-ებდი , რომ გამეგო ახალი ამბები. 32-ე წუთი იყო და წინსვლა არ იგრძნობოდა. დილა ისევ აგებდა . . . და აი ჩემი სიხარულის დროც დადგა , 34-ე წუთზე კვლავ დავა-refresh-ე საიტი და ვნახე რომ მათე ვაწაძეს წონასწორობა აღუდგენია . . .🙂😉❤ პირველი ტაიმი დანიაში და მატჩი მესხზე ერთდროულად დასრულდა , მეტალუგრმა წააგო 3-1 , გული კი დამწყდა მაგრამ მაინც დილას უფრო ვქომაგობდი . შესვენებაზე ამ სიმღერას ვუსმენდი :

 სანამ მატჩის მეორე ტაიმი დაიწყო რამდენიმე ვიდეო კიდევ ვნახე დილასი 2011-2012 სეზონისა , სიხარულით ვუყურე დავით ყიფიანის თასის ფინალს , სადაც გორელებმა ზესტაფონს 4-1 სძლიეს: 
  ამის შემდგ საკუთარი საქმის გაკეთება გავაგრძელე , ნაწილი მუშაობის შემდეგ შესვენება გადავწყვიტე და იმედიანად დავა-refresh-ე soccerstand.com-ი, თუმცა ანგარიში უცვლელი იყო , ორჰუსი 1-1 დილა , 64-ე წუთი მიმდინარეობდა. ეს ანგარიში ცოტა არ იყოს დილას შეიძება აწყობდა , რადგან 25-ში მატჩი საქართველოში იყო და მათ ძალიან ბევრი უქომაგებს ჩემი თამადობით, სწორედ 25-ში მეც ვაპირებ მიხეილ მესხზე მისვლას და დილას ქომაგობას, ვიმედოვნებ რომ სტადიონი სავსე იქნება და ყველა ერთხმად იყვირებს : “გორის დილას გაუმარ . . . ჯოს , გაუმარ . . . ჯოს , გაუმარ . . . ჯოს”.  კვლავ მატჩს დავუბრუნდეთ , შემდეგ რომ შევამოწმე ანგარიში 79-ე წუთი იყო და ისევ 1-1 .  მინდოდა დილას კიდევ გაეტანა ერთი გოლი კვლავ დილას ჰიმნის მოსმენა დავიწყე. მანამდე გორის დილას გერბის სურათის დადება მომინდა და აი ისიც :  კიდევ ერთხელ შევამოწმე . 58-ე წუთია , ანგარიში უცვლელია. მანამდე შეგახსენებთ იმას , რომ ორჰუსში ორი ქართველი თამაშობს. ერთი დევდარიანია და მეორე 19 წლამდე ნაკრების მოთამაშე დავით სხირტლაძე. კარგია ქართველები რომ საზღვარგარეთის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ უკეთესია რომ ქართულმა გუნდმა ითამაშოს ევროპის ლიგაზე. ანგარიში 87-ე წუთზე კვლავ შევამოწმე და მოხდა ის რაც ყველა ქართველს გაუხარდებააა. დილამ გოლი გაიტანა და წინ გაიჭრა , გოლის ავტორი კახა ალადაშვილია . ეს ჩემთვის დიდი სიხარულია და არა მარტო ჩემთვის , წარმომიდგენია რა დღეშია მთელი გორიიი . იმედია ბიჭები ამ ანგარიშს შეინარჩუნებენ🙂😉❤ დამათებითი წუთები მიმდინარეობს , ერთი სული მაქვს როდის დასრულდება მატჩი . და აი დასრულდა მატჩიც , გორელებმა დანიაშ გაიმარჯვეს 2-1 , ისინი საქართველოში თავაწეულები დაბრუნდებიან და 26 ივლისისთვის მოემზადებიან . 26 ივლისს კი მთელი საქართველო მიხეილ მესხზე მივდივართ და ერთად ვყვირივართ : გორის დილას გაუმარ . . . ჯოს , გაუმარ . . . ჯოს , გაუმარ . . . ჯოს ” . მათ ეს დაიმსახურეს . 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s