უფლისციხის საგანძური

დაახლოებით ერთი კვირის წინ (ზუსტად არ მახსოვს თარიღი) ბლოგერთა ერთ-ერთ ჯგუში გავიგე , რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 21 ივლისს  აწყობდა ბლოგერებისთვის განკუთვნილ თამაშებს უფლისციხეში, სახელად : “უფლისციხის საგანძური”. ეს იდეა ძალიან მომეწონა, თან გადაღლილობის ფონზე ქალაქიდან გასვლა და განმუხტვა შესანიშნავი იქნებოდა ჩემთვის. მოკლედ მოუთმენლად ველოდი შაბათ დღეს , და აი ისიც დადგა. დილით 09:00 საათზე უფლისციხეში წავედით და . . .  ( მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა) ჩავედით , გუნდები დავკომპლექტდით და თამაში დაიწყო . თავგადასავლები საკმაოდ რთული იყო და ამავე დროს მიმზიდველი და აზარტული.  თამაშები დამთავრდა და ერთ-ერთმა გუნდმა გაიმარჯვა , საბოლოოდ მეგობრობამ :) ძალიან მომეწონა უფლისციხის მუზეუმი და ტერიტორია სადაც თამაში ჩატარდა, თან აქამდე იქ ნამყოფი არ ვიყავი. თამაშების მერე სამინისტრო გაგვიმასპინძლდა და ბლოგერებმა წავუქეიფეთ. ეს ყველაფერი არ იყო მხოლოდ თამაში და გართობა. ამ დღეს მე შევიძნე ახალი მეგობრები, და მივიღე შთაბეჭდილება , რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება . მოკლედ პოსტს ვასრულებ და დასასრულს კიდევ ერთხელ გავიმეორებ , რომ უფლისციხემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა . . . 

One thought on “უფლისციხის საგანძური

  1. მეც ზუსტად 1 კვირის წინ ვიყავი უფლისციხეში და ძალიან მომეწონა. გაურემონტებიათ, გზები გაუკეთებიათ და მართლა გულწრფელად გამიკვირდა იმდენი ტურისტი ვნახე :)) შესანიშნავი ადგილია

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s