სიყვარული ხომ სექსი არ არის ?!

რატომ ვწერ ამ თემაზე ? რავიცი უცბად მომივიდა იდეა რომ დამეწერა. ისე, გამოგიტყდებით და კაი ხანია მინდოდა დამეწერა სიყვარულზე პოსტი.

დავიწყოთ იქიდან თუ რა არის სიყვარული ? ჩემი აზრით სიყვარული ეს არის ის დიდი გრძნობა , რომელიც უფლიდან მოდის და რომელიც ორ ადამიან აკავშირებს ერთმანეთთან ყველაფრით . (ბიჭსა და გოგოს შორის სიყვარულს ვგულისხმობ , თორემ სიყვარული ზოგადად ფართო ცნებაა). ეს მართაც ის უდიდესი გრძნობაა, რომელიც ჭეშმარიტად უფლიდან მოდის. მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს მისი რეალური სახე დიდი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაკარგულია. ხალხი ამბობს, რომ ვიღაც უყვარს სიგიჟემდე, ესე ისე , მერე ერთი-ორს ჩაკოცნიან ერთმანეთს და შემდეგ რა ? დაოჯახდებიან . დაოჯახდებიან და ვაი რომ ეს დაოჯახება ცუდია. ცუდია, რადგან ხშრ შემთხვევაში , ასე შექმნილი ოჯახების 90% მალე ინგრევა. ანუ რა სიყვარული ქრება ? არა , სიყვარული არ ქრება. სინამდვილეში ეს სიყვარული არც არსებობდა. ეს გრძნობა არ იყო . ეს იყო ან გატაცება ან თუნდაც ბუნებრივი მოთხოვნილება ორგანიზმისა , რომელსაც წყვილმა სიყვარული დაარქვა .

პრობლემა სწორედ ამაშია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთმანეთში ურევს ამ ორ რამეს, სიყვარულსა და გატაცებას, ანუ თუნდაც ბუნებრივ მოთხოვნილებას. ეს კი ცუდია . ცუდი კი არა საშინელია . როგორ შეიძლება დავამახინჯოთ ის ლამაზი, სათუთი , მოსაფერებელი და რაც მთავარია უფლისგან წამოსული გრძნობა და რაღაც უმსგავსობას , გატაცებას, გართობას და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სიყვარული დავარქვათ. არა ! ეს ასე არ უნდა მოხდეს !

შოთა რუსთაველს უთქვამს სიყვარულზე :

“ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგი საქმეა საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.” 

ასევე შოთა რუსთაველის სიტყვებს მოვიყვან სიყვარულსა და სიძვის შედარებაზე:

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

 ამიტომ , სანამ ვიტყოდეთ ვინმეზე მე ის მიყვარს, უნდა გავიაზროთ კარგად თუ რას ვგრძნობთ მის მიმართ . უნდა დავფიქრდეთ და გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში და ისე ვთქვათ ვინმეზე მე ის მიყვარსო .

    და ბოლოს, პოსტის დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ ზურა სალუქვაძის ლექსი “სიყვარული და სექსი” .

3 thoughts on “სიყვარული ხომ სექსი არ არის ?!

  1. siyvaruli seqssac sheicavs…magram calke agebuli seqsic aris , raga tqma unda, magram, albat, imastan ufro sasiamovno iqneba,vinc giyvars, ara?! an es usiyvarulo seqsi da xvevna-kocna-mtlasha-mtlushi rA JANDABAA?! ROGOR UNDA MOMINDES MASTAN SEQSI,TU KI ARMIYVARS?!

  2. ყოჩაღ .. დიდიხანია ასეთი თემის დაწერას ვფიქრობდი. ციტატებიც კარგია :))))

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s