როცა მე ვიღაც მიყვარდა . . .

ალბათ თითოეულ ჩვენგან გვყვარებია ვინმეს . იყო ეს სკოლის პერიოდში , სტუდენტობისას თუ უფრო დიდ ასაკში . რატომღაც უცბად თავში მომივიდა იდეა დამწერე ეს პოსტი . . . ისევე , როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, მეც მყვარებია . . . მეც განმიცდია ის გრძნობა რასაც სიყვარული ჰქვია .

     მეორე ამბავია ის, რამდენად მივიღე პასუხი ჩემს გრძნობაზე , მაგრამ ამ პოსტში მაგაზე საუბარს არ ვაპირებ , და ზოგადად არც ვაპირებ მაგ თემაზე სხვებთან საუბარს, ეს ხომ ჩემი პირადულია . . . ახლა თავისუფალი ვარ , ვარ ისე როგორც ეს ლექსშია ნათქვამი :

მეც მყვარებია გოგო, მაგრამ ეს იყო წინათ,

ახლა ისე ვარ როგორც, გადაღებული წვიმა . . . 

    უბრალოდ ამ პოსტში მინდა გავიხსენო ის პერიოდი და ჩემი ის საქციელი, როცა მე ვირაც მიყვარდა.  . .

როცა მე ვიღაც მიყვარდა . . . 

  • ვაქცევდი ყურადღებას (მანამდე მაინც სანამ ურთიერთობაში რაღაც “Нито” მოხდებოდა .
  • ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მოვიკითხავდი ხოლმე.
  • როგორც ყველა ნორმალური , ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო მასზე (კარგი გაგებით).
  • რა თქმა უნდა, ვცდილობდი საკუთარი თავი <<შემეყვარებინა>> მისთვის .(ამას ხომ ყველა აკეთებს).

მეტი არაფერი მახსენდება და თუ თქვენც გყვარებიათ ვინმე (რა თქმა უნდა ეს ასე იქნებოდა) შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ რას აკეთებდით , როცა შეყვარებული იყავით :დ🙂🙂🙂

ანუ გააგრძელეთ ფრაზა : “როცა მე ვიღაც მიყვარდა . . . ” !

24 thoughts on “როცა მე ვიღაც მიყვარდა . . .

  1. როცა მე ვიღაც მიყვარდა, მე ბედნიერი ვიყავი.. :)))

    • ძალიან კარგი და ძალიან მიხარია🙂 ალბათ ყველა ბედნიერი ვართ ხოლმე მაგ დროს🙂🙂🙂 ეხლაც გიყვარს ?

  2. როცა მე ვირაც მიყვარდა ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი უბრალოდ ისეთი,როგორიც “მას” სურდა…და რავი,ესე არც მახსენდება🙂

    • მეც ბევრი რამ ეხლა მახსენდება ,🙂 მეც ვცდილობდი ვყოფილიყავი როგორიც მას სურდა მაგრამ სამწუხაროდ . . .😦

      • ზუსტად არ ვიცი შენთან როგორ და რანაირად იყო,მაგრამ დაახლოებით ერთ პონტში ვყოფილვართ მგონი :))

      • მე მივიღე , ჩემი აზრით , ბანალური პასუხი , მხოლოდ “მეგობრობაო”😦 ვფიქრობ ყველა გოგოს იგივე პასუხი აქვს . . . 80%-ს მაინც

      • როგორ მეცნობა…მე მხოლოდ ძმასავით გიყურებ…კულტურული “პო ხუის” პონტია რა მგონი,სხვა რა დავარქვა….კი გამიტყდა მაშინ და…

  3. როცა მე მიყვარდა ვინც იყო მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი

  4. roca me miyvarda vigac, kidev ufro sulisshemdzvrel da lamaz leqsebs vwerdi, vidre chveulebriv, radgan chemi yoveli leqsi mxolod masze fiqrit iwereboda da mistvis iwereboda ))

    • ძალიან კარგი🙂 შეგიძლია რომელიმე ლექსი გვაჩუქო🙂 ? ანუ კომენტარში დაწერო🙂

  5. 1)როცა მე ვიღაც მიყვარდა ვიტანდი მის ყველაზე იდიოტურ გამოხტომებსაც კი და უკეთესი, აღფრთოვანებულიც ვიყავი ამ გამოხტომებით ^___^

    2)როცა მე ვიღაც მიყვარდა არ ვაიძულე აეტანა ჩემი იდიოტური გამოხტომები და მივატოვე… ^____^

  6. როცა მე ვიღაც მიყვარდა უბრალოდ მიყვარდა ისეთი როგორიც იყო და მქონდა იმის მუდმივი სურვილი, რომ მაგრა ჩავხუტებოდი და გადმომეცა როგორ მიყვარდა :))

  7. რაღაც როგორ ჩამოთვალე🙂 ეკონომიურად, გამოზომილად, ზუსტად. არ ყოფილხართ მეგობარო თქვენ შეყვარებული🙂🙂🙂

      • საბედნიეროდ, სიყვარული იმდენად სუბიექტურია, რომ ყველას გონია, მე ყველაზე მეტად მიყვრდაო. არ უნდა შეგდავებოდი :🙂🙂

      • აი რასაც გინდა დავიფიცებ, რომ მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ საპასუხოდ იგივე რომ ვერ დავინახე ძალიან დამწყდა გული😦

      • აბა დედა დაიფიცე🙂🙂 ვიცი, დარწმუნებული ვარ, გულწრფელი ხარ. გიყვარდა, თუმცა ყველაზე მეტად კი არა, უბრალოდ შენებურად🙂

      • ყველას თავისებურად უყვარს , მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა🙂

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s