აზარტული თამაშები

აზარტული თამაშების თემა დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია. ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული ამ საქმიანობით. ირგვლივ მეგობრებისგან ხშირად მესმის რომ პოკერში მაგრად გაუმართლა, სეკაში კარტმა დაღუპა და ა.შ. მე დიდი მოყვარული არ ვარ აზარტული თამაშებისა და არც მოტამაშე, მაგრამ მეც მითამაშია ტოტალიზატორში, მეც მითამაშია online-ში ბურა და სეკა. მითამაშია მაგრამ გასართობად. შეიძება ყველამ იფიქროთ ყველაფერი გართობით იწყებაო , მაგრამ ეს ასე არაა. მე ვიცი ჩემი თავის ამბავი , შემიძლია საკუთარ თავზე გამარჯვება ამ მომენტში, ყველაზე დიდი თანხა რაც ტოტალიზატორში დამიდია 5 ლარია. ძირიტადად როცა ვთამაშობდი 1-2 ლარს ვდებდი ხოლმე და იმ ლოგიკით რომ მოგებაში ვარ, ეხლაც უნდა ვთამაშობდე , რადგან თუ მოგებაში ვარ ესე იგი თამაში ვიცი, მაგრამ ეს ასე არაა. დღეს მარტოობით მოწყენილმა გადავწყვიტე 1 ლარი ჩამერიცხა adjarabet-ზე და სეკა მეთამაშა . ისევ და ისევ გასართობად. აი რა საზიზღრობაა თამაში. როცა უკანასკნელი კაპიკები მქონდა და გამოსართავად ვემზადებოდი კარტი მაშინ მოდიოდა, ცოტას ვიგებდი და თამაში გრძელდებოდა, ეს კი ჩემთვის მოსაბეზრებელი იყო , რადგან მე მხოლოდ 15-20 წუთით მინდოდა თამაში , რადგან ეს ყველაფერი გასართობად ვქენი. ერთი თვე თუ თვე-ნახევარი იქნება რაც არ მითამაშია. ბოლო სამ დარიგებაში გამიმართლა და “სუპერი” კარტი მომივიდა და მოგებაში წამოვედი, ხოდა დაღლილმა გადავწყვიტე გამომერთო თამაში. აი ამით დასრულდა ჩემი ყომარბაზობა.             სამაგიეროდ ვიცი ხალხი, რომელიც ღამის 3-4საათამდე პოკერს ტამაშობს, ელოდება ტურნირებს და ბოლოს აგებს, ნუ ზოგი იგებს , მაგრამ ცოტას. ქართული ანდაზისა არ იყოს: “წელიწადში ერთხელ ნეხვიც აყვავდებაო” . ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ არანაირი ლოგიკა არ არის აზარტულ თამაშებში. ის მოგების შანსები და სტრატეგიები, მხოლოდ თეორია და ციფრებია. ძალიან გული მტკივა , რომ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა აზარტული თამაშებით , ბევრმა გაყიდა ყველაფერი და ხალხი მაინც არ ეშვება ამ ჯადოს.

უნდა ვაღიაროთ რომ გასართობად კარგია, მაგრამ ეს გართობა გადადის აზარტში, რომელიც იტყუებს ხალხს და ისინი თავს ვეღარ ანებებენ თამაშს. თუ გართობა გინდა ითამაშე პატარა ფულზე და ისიც იშვიათად 15-20 წუთი , თუნდაც ნახევარი საათი და არა ყოველდღიურად 7-8 საათი .  :) ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა .🙂

3 thoughts on “აზარტული თამაშები

  1. კარგია მაგრამ როგორც მე ვიცი ამასთანავე კარტით თამაში ცოდვაა… და მითუმეტეს ჩამთრევია….

    • რა თქმა უნდა დიდი ცოდვაა . . . მე არ ვთამაშობ . . . არც ფულზე და ისეც იშვიათად ვთამაშობ . . .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s