მარიამ კიკაბიძის თემა :”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია!”

აქ არის წარმოდგენილი ამბროლაურის რაიონის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მე-8 კლასელი მოსწავლის მარიამ კიკაბიძის თემა აგვისტოს ომთან დაკავშირებით

როგორი იქნებოდა დევნილი გოგონას ფიქრები

მოუთმენლად ველოდი ამ დღეს და მას შემდეგ, რაც სოფელი და სახლი დაგვატოვებინეს.

თვალწინ მიდგას დანგრეული სახლები, გადათხრილი მინდვრები. ყურში სულ თვითმფრინავების გუგუნი და გრიალი ჩამესმის.

მეშინია !

მართალია, კეთილმა ხალხმა ჩემთვის არაფერი დაიშურა, მაგრამ მე ჩემი სახლი მინდა. ნეტა ჩემი ძაღლი რას შვრება ? ვინ აჭმევს ? იქნება მოკლეს ?

დღეს ჩვენთვის აგებულ სახლებში შევსახლდით. უკვე ჩემი ჭერი მაქვს, უნდა მიხაროდეს. სხვის კარზე აღარ ვარ. მთელი დღე უფროსებთან ერთად ვსაქმიანობდი, ახალ ბუდეს ვაწყობდით. მართლაც ბუდეს ! ერთი სული მქონდა დამესვენა, მინდა აწმყოს შევეგუო, საშინელი წარსული დავივიწყო და საკუთარი ჭერის გამო სიხარული ვიგრძნო, მაგრამ ბოღმა მახრჩობს. მე ჩემი სახლი, ჩემი ეზო მინდა.

მე ფიქრებმა წამიღო.

რას გვერჩის რუსეთი ? ნუთუ არ ყოფნის უკიდეგანო სივრცე , რომ ერთი ციდა ქვეყანა არ წაგვართვას ?! რატომ ვერ გაძღნენ მეზობლები ჩვენი მიწით ?

ჩვენც რატომ არ გამოგვაქვს ისტორიიდან დასკვნა ? საბამ ევროპა მოიარა, მერე რუსეთის მიწამ ჩაყლაპა სამშობლოს ბედის ძჳებაში მისი დაღლილი ძვლები. გმირი ერეკლე მიხვდა, რომ სხვისი მოიმედე მონაა და ლომივით ტრიალებდა, მარჯვნივ და მარცხნივ იქნევდა ხმალს, მაგრამ რუსეთიდან წამოსულმა ფულმა შიგნიდან გატეხა ციხე და ამაოდ დაურჩა ხმლის ცვეთა.

ახლაც რუსეთი, მაშინაც რუსეთი, 1921 წელსაც რუსეთი. ოჰ, ეს რუსეთი !

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s