რა მოხდა კვიპროსში ?

მოგეხსენებათ გორის “დილა” ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს დღეს თამაშობდა ლარნაკაში “ანორთოსისის” წინააღმდეგ. გორელებს პირველი თამაში შინ 1-0 ჰქონდათ წაგებული და აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა . მეორე ტაიმში გორელებმა მეტოქე დაჯაბნეს და 3 გოლი გაიტანეს და ფაქტიურად გავიდნენ  საკვალიფიკაციო ეტაპზე. 85-ე წუთზე მოედანზე გულშემატკივრებმა რაღაცეების სროლა დაიწყეს . გორელებისგან ამას შესაფერისი რეაგირება მოჰყვა და ალბათ მსაჯის ნებართვით მოედანი დატოვეს. კადრები რომ გენახათ, ტრიბუნებზე ცეცხლი ენთო, გულშემატკივრები კამერებს იპარავდნენ და პოლიციაც არსად ჩანდა.

20 წუთის შემდეგ ტრიბუნები ხალხის დიდმა ნაწილმა დატოვა, მატჩის კომისარი და უეფას დელეგატები მოედანზე იყვნენ და თათბირობდნენ. UEFA-ს ოფიციალურ საიტზე დაიწერა , რომ მატჩი დროებით შეწყდა . რამდენიმე წუთში მოედანი ყველამ დატოვა, დაცვის თანამშრომლებმაც და უეფას დელეგატებმაც . როგორც ჩანს , ამას დავაც არ უნდა, გორის დილამ გაიმარჯვა . მათ გაიმარჯვეს დამსახურებულად, ხოლო კვიპროსის ანორთოსისმა წააგო . წაგებაცაა და წაგებაც . . . მათ წააგეს არაკაცულად, მხდალურად.

ახლა კი დროა გორის დილას ეს დამაჯერებელი და შთამბეჭდავი გამარჯვება მივულოცოთ და წარმატება ვუსურვოთ საკვალიფიკაციო ეტაპზე . . .  ჩვენ კი ერთხელ კიდევ ვიამაყოთ ამ ბიჭებით და მოვისმინოთ გორის დილას ჰიმნი

2 thoughts on “რა მოხდა კვიპროსში ?

  1. ვიცოდი რომ იგებდა დილა, მაგრამ ბოლომდე აღარ მიყურებია მატჩისთვის. ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა ჩაგვითვალონ მოგება და ლოგიკური იქნება თუ ბერძნებს გაფრთხილებას მისცემენ და დააჯარიმებენ.

    • როგორც ყოფილი ფეხბურთელი გეტყვი , რომ ტექნიკური მოგება მინიმუმ ჩაგვეთვლება და ეს ფაქტი არის ვანდალიზმი და ჩემი აზრით რამდენიმე წლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ ევრო ტურნირებზე ანორთოსისს .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s