ძ ე ვ ე რ ა

     სოფელი ძევერა მდებარეობს გორის რაიონში . ის გორიდან 15 კილომეტრშია. ეკუთვნის გორის რაიონულ ცენტრს. სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 1600 მოსახლე. ძევერაში ჩამოედინება მდინარე ლიახვი. სოფელი განთქმულია თავისი ღირსშესანიშნაობებით.

     ძევერაში არის მე-6 საუკუნის ბაზილიკის სტილში ნაგები ნათლისმცემლის ტაძარი, რომელიც დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ეკლესიას არ აქვს სახურავი, ერთ-ერთი ფასადი (გვერდი) ნახევრად დანგრეულია.

სოფელში ასევე არის სამების ტაძარი , რომელიც ასევე საჭიროებს რეკონსტრუქციას , თუმცა ეს ტაძარი არ არის დანგრეული და საღია ყველა კედელი.

ძევერა განთქმულია სახელოვანი პიროვნებებითაც. სოფელში დაიბადა და გაიზარდა გამოცენილი ქართველი მეცნიერი და აკადემიკოსი გეოგრაფიის დარგში ალექსანდრე ჯავახიშვილი. დღესაც უამრავი ხალხი ჩამოდის მისი სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად.

მინდა შემოგთავაზოთ ასევე ერთი პატარა ლექსი, რომელიც ძევერელმა ხალხმა სოფელს დაუწერა :

ძევერისთანა სოფელი

არსად არ არის , არაო

გვერდზე მოუდის ლიახვი

ბოლოზე დიდი ჭალაო.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s