მუდმივი პრობლემა თსუ-ში — გაუმართავი ბაზები

ალბათ, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობთ უცხოდ ნამდვილად არ გეჩვენებათ ეს სათაური. ახალი სასწავლო წელი დაიწყო და შესაბამისად სტუდენტებს საგნები აქვთ ასარჩევი. ყველამ წინასწარ იცოდა , რომ ბაზა უნდა გახსნილიხო 10 სექტემბერს დღის 12:00 საათზე, მაგრამ ბაზა გაიხსნა 12:50 საათზე . ზოგმა აირჩა სასურველი ლექტორი, ზოგმა ვერ მოასწრო იმის არჩევა ვინც სურდა, ზოგმაც კი საერთოდ ვერ აირჩია საგნები. რატომ? 

ეს კითხვა ყოველი სემესტრის დასაწყისში ჩნდება. საგნების არჩევა გასწრობანას თამაშს დაემსგავსა. ვინც გაასწრებს ყველას სირბილში ის იგებს, აქაც ვინ ყველას დაასწრებს კარგი ცხრილი აქვს თავისი კარგი ლექტორებით. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს არავინ არ ზრუნავს მის მოგვარებაზე. რატომ? 

ერთ-ერთი სავალდებულო საგნის არჩევა მინდოდა, მაგრამ ყველა ცდა ამაო გამოდგა. როცა ვარჩევა “არჩევა”-ს , წერს რომ ადგილები შევსებულია. ამ საგანზე 32 ადგილი გამოუყვიათ, როცა წინაპირობა 200-მდე სტუდენტს ჰქონდა არჩეული. დეკანატში ერთი და იგივე პასუხები აქვთ , დაწერეთ განცხადება და შეიძლება ადგილები დავამატოთო. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ეს ?

განცხადებაც დავწერე, მაგრამ უკვე მეორე დღეა , ბაზაში ცვლილებები არ ჩანს, ადგილები არ დამატებულა არცერთი, თორემ კაცმა შეიძება თქვას , რომ ჯანდაბა კიდევ დამასწრესო. განცხადება კი ათეულობით სტუდენტს აქვს დასაწერი. უნივერსიტეტში როცა ვიყავი, ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრი ტუტორებს ეუბნებოდა, რომ ბაზის ადმინისტრატორს (შემქმნელს) ვერ უკავშირდებოდა უკვე მეორე დღეა, მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. კი მაგრამ რატომ ხდება ასე ?

და ბოლოს, მე მაინც იმედი მაქვს რომ ჩემი განცხადება დაკმაყოფილდება სავალდებულო საგნის დამატების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ კრედიტიც მაკლდება (ნუ რაღაც უაზრო საგანს თუ ავირჩევ არ დამაკლდება) და შეიძლება მომავალში რაიმე საგანი ვერ ავირჩიო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო , რომ ეს საგანი გამოდგეს იმის წინაპირობა.

კი მაგრამ სტუდენტი სწავლაზე უნდა ფიქრობდეს თუ საგნების არჩევაზე ?

3 thoughts on “მუდმივი პრობლემა თსუ-ში — გაუმართავი ბაზები

    • შესაცოდები ვართ აბა რა, სწავლაზე ვიფიქროთ თუ ბაზაზე და არჩევაზე საგნების ?😦

      • წვალებით უნდა მოიპოვო შენი საგანი და მაგას აქვს გემო :))))

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s