ახალი სასწავლო წლის პირველი დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

დღეს ახალი სასწავლო წელი ოფიციალურად დაიწყო. როგორც მეორე კურსელი დიდი ემოციებით არ შევხვედრივარ ახალ სასწავლო წელს. მითუმეტეს რომ ყველასთვის ცნობილი თსუ-ს ბაზების გამო ჯერჯერობით კიდევ არჩეული არ მაქვს ერთ-ერთი სავალდებულო საგანი. უნივერსიტეტის გარემოს შეჩვეული ვარ და ლექციებამდე ნახევარი საათით ადრე მივედი დანიშნულების ადგილას. ლექცია წესით 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ლექტრომა დაახლოებით 30-35 წუთი დააგვიანა. მან ბოდიში მოგვიხადა და ეს სიტუაცია ახსნა იმით , რომ ადმინისტრაციამ დრო შეუცვალა. ეგ არაფერი, კაცნი ვართ და ყველაფერი ხდება. სამ ლექციას დავესწარი, როგორც წესი იყო და შემდეგ წავედი თსუ-ს მე-2 კორპუსში , რადგან ერთი ლექცია იქაც მქონდა. სამწუხაროდ, 15 წუთი ამაო ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე სახლში წამოვსულიყავი, რადგან ჩავთვალე რომ ლექტორი აღარ მოვიდოდა. (ნუ გამოცდილებიდან უნდა მცოდნოდა, რომ შეიძლება ლექტორს ნახევარი საათი დაეგვიანა , მაგრამ დაღლილი ვიყავი და მეტი ვერ გავძელი  :D😦 )

ეს ყველაფერი ხო. ჯანდაბას პირველი დღეა და ეგონათ რომ სტუდენტები არ მივიდოდნენ, მაგრამ კიდევ გადაუწყვეტია იმ სავალდებულო საგნის ბედი, რომელზეც გავიგე, რომ ხვალ, ანუ სამშაბათს გადაწყდება საბოლოოდ იმ საგნის ამბავი. ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენია. უნდა დავჯდე და დაველოდო ხვალინდელ დღეს იმ იმედით, რომ ამ სავალდებულო საგნის გავლის უფლებას მომცემენ. (დღესაც მაგ იმედით ავედი უნივერსიტეტში)

ჩემთვის სრულიად ნაცნობი სიტუაცია იყო დეკანის მოადგილის ოთახთან უზარმაზარი რიგი პირველ და მეორე კურსელებისა. რომლებიც თავიანთი პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ და არა ლექციებზე შესვლას. ასეთი სიტუაციაა ხოლმე ყოველი სემესტრის დასაწყისში და ნუთუ ერთხელ და სამუდამოდ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს ? ? ?

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s