ჩემთვის მეგობრობა პრიორიტეტია, შენთვის ?

ყველას გვყავს მეგობრები. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. მაგრამ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ იმ ადამიანებისგან ვისაც ჩვენ მეგობარს ვეძახით, რამდენია ნამდვილი მეგობარი ? სამწუხაროდ, დღეს ხშირად გვესმის ადამიანებისგან რომ მას მეგობარმა უღალატა, მას მეგობარმა ზურგი აქცია, ყველამ „ფეხებზე დაიკიდა“, ყველამ მიატოვა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ძალიან არ მომწონს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი და ყურში ცუდად მომხვდა ერთ-ერთი ადამინის ხმა. იგი ტელეფონზე საუბრობდა და ვიღაცას საყვედრურობდა. საყვედურობდა და ეუბნებოდა, რომ იმ გასაჭირში რაშიც იმ მომენტში იმყოფებოდა, ყველამ გაწირა, ყველამ მიატოვა, ყველამ ზურგი აქცია. ეს ყველაფერი გულზე ცუდად მომხვდა.

არავის ეგონოს რომ ჭკუას ვარიგებ. ან რა უფლება მაქვს ვინმეს ჭკუა დავარიგო და ლექცია წავუკითხო. მაქსიმუმ რჩევა შემიძლია ვინმეს მივცე. თავადაც ვიცი რომ მეც არ ვიქცევი ისე როგორც საჭიროა. ბევრი რამ არ მომწონს საკუთარ საქციელში. ამ ყველაფერს გულწრფელად ვნანობ. ყოველდღე ვცდილობ მოვიქცე უკეთესად ვიდრე წინა დღეს. ვიყო უკეთესი ვიდრე წინა დღეს. ამას მართლა წრფელი გულით ვნანობ. მაგრამ ყველაფრისგან განსხვავებით მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიღალატია მეგობრისთვის. რაც არ უნდა ცუდი ვიყო, რაც არ უნდა ცუდად ვიქცეოდე, მაინც არასდროს მიღალატია მეგობრისთვის და არ ვუღალატებ. არ ვუღალატებ იმიტომ, რომ მეგობარი და მეგობრობა ჩემთვის პრიოტრიტეტია. საუბარი არ მაქვს ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ სიტყვით თუ ვუწეოდებთ მეგობარს. მას მე მეგობარს ვერც ვუწოდებ.

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ყველას წინაშე ვისთვისაც რამე მიწყენინებია, ვისთვისაც გული მიტკენია, ვისაც ცუდად მოვქცეულვარ. ამ ყველაფერს გულწრფელად ვნანობ.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, უბრალოდ გირჩევთ და საკუთარ თავსაც ვურჩევ რომ იმაზე მეტად გვიყვარდეს მეგობარი ვიდრე ახლა გვიყვარს. დავაფასოთ მეგობარი და მეგობრობა ყოველთვის და არა მარტო ლხინში. გამონათქვამია ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც ჭირში იდგება შენს გვერდითო. მე მინდა ყოველგვარი პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ ჩემითვის მეგობრობა პრიორიტეტია, შენთვის ? ? ?

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s