თვლის ორობითი და ათობითი სისტემები.

     სანამ უშუალოდ რაიმეს ახსნას დავიწყებ მოდით გავეცნოთ იმას თუ რა არის თვლის ათობითი სისტემა. ან რომელი სისტემაა ? თვლის ათობითი სისტემა არის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. სისტემა, რომელშიც მონაწილეობს ყველა ციფრი (0,1,2, . . . , 9). ანუ მონაწილეობს ის ციფრები , რომელიც შეიძლება ნაშთში მივიღოთ დადებითი რიცხვის 10-ზე გაყოფისას.

მაშინ რომელია თვლის ორობითი სისტემა ? ეს არის სისტემა, რომელიც გამოიყენება ციფრულ ტექნოლოგიებში. მაგალითად კომპიუტერში ყველაფერი 0-ებით და 1-ებით არის წარმოდგენილი. ანუ ყველაფერი ორობით სისტემაშია. ნებისმიერი ათობითი რიცხვი შეიძლება გადავიყვანოთ ორობითში და პირიქით, ნებისმიერი ორობითი ციფრი შეიძლება გადავიყვანოთ ათობითში.

მოდით განვიხილოთ ათობითი რიცხვის ორობითში გადაყვანის ალგორითმი. ორობითი რიცხვი რომ გადავიყვანოთ ათობითში, ეს რიცხვი უნდა გავყოთ ორზე იმდენჯერ, სანამ განაყოფში არ მივიღებთ 0-ს. ეტაპობრივად გაყოფისას მიღებული ნაშთები უნდა ამოვიწეროთ უკუმიმართულებით (შებრუნებულად). უფრო უკეთ გაგებისთვის გავაკეთოთ კონკრეტული მაგალითი.

      19 რომ გადავიყვანოთ ორობითში გავყოთ 2-ზე. განაყოფი არის 9 (რომელიც მწვანე ფერის რგოლში არის ჩასმული) , 9-ჯერ ორი არის 18, 19-ს უნდა გამოვაკლოთ 18 და დავწეროთ ნაშთად . ეს არის 1 (რომელიც ყვითელ რგოლში არის ჩასმული). შემდეგ უკვე 9 უნდა გავყოთ 2-ზე და მოვიქცეთ ზუსტად იგივენაირად, როგორც წინა ბიჯზე. ასე ვაკეთებთ იქამდე , სანამ განაყოფში არ მივიღებთ 0-ს. ხოლო როგორც ალგორითმში ვთქვით, შემდეგ ეს ნაშთები უნდა ამოვიწეროთ უკუმიმართულებით. ანუ  1910 = 100112

2 thoughts on “თვლის ორობითი და ათობითი სისტემები.

  1. ორობითი სისტემით სახელი რომ დავწერო ამის ანბანი როგორ ვიპოვნო?

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s