შესავალი C++ – ში

C++ ისტორია

პროგრამირების ენა C შეიქმნა 1972 წელს პროგრამისტ დენის რიჩის (Dennis Ritchie) მიერ. თუმცა, თუ მოვინდომებთ პროგრამაში მიმდინარე დროის დაბეჭდვას, C დაბეჭდავს 1970 წლის პირველი იანვრიდან გასულ დროს წამებში, რაც მიჩნეულია C- ის ერის დასაწყისად.  ახალ ენას ასეთი სახელი ავტორმა  უწოდა იმის გამო, რომ ენას რომელსაც იგი მანამდე იყენებდა, ერქვა B.

1979 წელს ბიარნ სტრაუსტრუპმა (Bjarne Stroustrup)  დაიწყო ამ ენის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნა ( Bell Labs-ში). ახალი ენის თავდაპირველი სახელწოდება იყო „C კლასებით“, 1983 -სი მას C++ ეწოდა.

 

როგორი უნდა იყოს პროგრამა

არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს იდეალური პროგრამა. ზოგჯერ მათი ერდროულად შესრულება შეუძლებელია, ზოგჯერ განზრახ ხდება საჭირო რომელიმე მათგანის დარღვევა, მაგრამ ზოგადად ითვლება, რომ იდეალური პროგრამა უნდა იყოს:

  • მრავალჯერადი, გამოყენების თვალსაზრისით;
  • ადვილად გაუმჯობესებადი გადაკეთების თვალსაზრისით და მარტივი ექსპლოატაციაში;
  • საიმედოდ დაწერილი (მაგალითად, ნაკლებად დამოკიდებული კონკრეტულ სისტემაზე);
  • ადვილად გასარჩევი;
  • კარგად დოკუმენტირებული (ანუ ახლდეს ყველა საჭირო კომენტარი და ახსნა-განმარტება).

იდეალური პროგრამების შესაქმნელად აუცილებელია იმ გამოცდილების გამოყენება, რაც დაგროვდა საუკეთესო პროგრამისტების მიერ და რაც კონდენსირებულია სტილების და პარადიგმების სახით. ჩვენს კურსში ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მომენტზე, რასაც პროგრამირების კარგი სტილი გვირჩევს: კომენტარების გამოყენებაზე და პროგრამის ფრაგმენტების შეწევაზე.

C++ –ში კოდის მრავალჯერადი განმეორების იდეა ეფუძნება ფუნქციების და კლასების გამოყენებას. სტანდარტული ბიბლიოთეკის სახით ენა თავაზობს პროგრამისტებს უამრავ ფუნქციას და კლასს. კერძოდ, C++ –ის ყველა პროგრამა იყენებს სტანდარტულ შეტანა–გამოტანის კლასებს.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s