პირველი პროგრამა C++ – ზე

მოდით დავწეროთ პირველი მარტივი პროგრამა. ამისთვის ჯერ გავხსნათ გარემო (Microsoft Visual Studio 2010) . შემდეგ

New Project ან შევიდეთ File ჩანართში , შემდეგ New შემდეგ Project , ან  ღილაკების კომბინაციით (shift + ctrl + N ). შემდეგ ეკრანზე გამოვა სურათი ,

მარცხნივ ჩამონათვალში ავირჩევთ Visual C++ , შუა სვეტში ავირჩევთ Empty Project , Name ველში ჩავწერთ პროექტის სახელს ხოლო Location -ში ავირჩევთ იმას სადაც გვინდა რომ ჩვენი პროგრამა იყოს.

ამის შემდეგ გამოვა სურათი :

 სადაც გაკვეთილი წერია იქ მივიყვანთ მაუსის კურსორს, მარჯვენა ღილაკს დავაჭერთ და გამოვა ჩამონათვალი სადაც მივალთ Add-თან და დავაწერთ New Item ან ღილაკებით გავაკეთებთ ამას (ctrl + shift + A ). ყოველივე ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა სურათი :

 

სადაც ავირჩევთ C++ File (.cpp) -ს და Name ველში ჩავწერთ რაიმე სახელს . ამის შემდეგ გარემო უკვე მზად არის და ელოდება კოდის დაწერას.

ყველა კოდს ჭირდება Iostream-ის ბიბლიოთეკა , და  Using Namespace -ს მითითება. რომელიც უზრუნველჰყოფს STL(Standard Template Library) ბიბლიოთეკაში არსებული ფუნქციების გამოყენებას.

#include <iostream>

using namespace std;

int main ()

{

cout<<“Welcome to C++ ! ” <<endl;

system(“PAUSE”);

return 0;

}

cout -არის ეკრანზე გამოტანის ნაკადი . ხოლო რადგან გამოგვაქვს სტრიქონული ტიპი ეკრანზე , ამიტომ ეს სტრიქონი უნდა ჩავწეროთ ბრჭყალებში . endl უზრუნველჰყოფს კურსორის ახალ სტრიქონზე გადატანას.

system(“PAUSE”) არის ბრძანება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აჩერებს ეკრანს, წინააღმდეგ შემთხვევაში , პროგრამა იმუშავებს , დაასრულებს მუშაობას წამიერად და ეკრანი  ჩაქვრება და მომხმარებელი შედეგს ვერ დაინახავს.

პროგრამა რომ გავუშვათ , ამისთვის დავაჭიროთ (ctrl + shift + B) ეს ჩვენს პროგრამას დააკომპილირებს და თუ რამე შეცდომა იქნება ამოაგდებს. კომპილაცია რომ დასრულდება ქვემოთ გარემოში დაეწერება წარმატებით დაკომპილირდა თუ არა . თუ წარმატებით დაკომპილირდება , შემდეგ დავაჭერთ F5-ს და ამითი მოხდება პროგრამის გაშვება .

7 thoughts on “პირველი პროგრამა C++ – ზე

  1. სურათი გადავუღე დაწერილ პროგრამას, გეპეიში მაას გვაწერინებენ და ჩემთან კიდე ერორებით სკდება. და რისი ბრალია ხო არ იცით?

    • main () ფუნქციის წინ using namespace; გაკლია

      თან ქართული ასოებით წერ და ამას მაინც არ გამოგიტანს რედაქტორი , და რაღაც გაურკვეველ სიმბოლოებს დაგიწერს

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s