ვარსკვლავებამდე მანძილი

ვარსკვლავებამდე მანძილის გამოთვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია ასტრონომიაში. განვიხილოთ მანძილის გაზომვის ერთ-ერთი მეთოდი: გეომეტრიული პარალაქსი. პარალაქსი არის ობიექტის (მოჩვენებითი) გადაადგილება ფონის მიმართ, როდესაც მას ვაკვირდებით სხვადასხვა ადგილიდან. ვარსკვლავებამდე მანძილის გასაზომად გამოიყენება მსგავსი სამკუთხედების წესი:

ჩვენ ვიცით რომ:

 რაიმე ობიექტს რომ დავაკვირდეთ ჯერ ერთი თვალით, შემდეგ მეორეთი, შევამჩნევთ რომ პარალაქსი მცირდება მანძილის გაზრდასთან ერთად.

ვარსკვლავები ძალიან შორსაა ჩვენგან, ამიტომ ასეთი მარტივი მეთოდები არ გამოგვადგება. მათ შორის მანძილის გასაზომად საჭიროა დაკვირვება მოხდეს ორი ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებული ადგილებიდან. დედამიწიდან ამის განსახორციელებლად აუცილებელია ვარსკვლავების დაკვირვება ხდებოდეს დედამიწის „კიდეებზე“ მოთავსებული პუნქტებიდან. ასევე, დაკვირვებები უნდა ხდებოდეს ექვს თვეში ერთხელ. ეს ორი პუნქტი დაშორებულია 300 მილიონი კილომეტრით და ეს მანძილი საკმარისია მხოლოდ დედამიწასთან ყველაზე ახლო ვარსკვლავებამდე მანძილის გასაზომად.

 

S1 და S2 არის S ვარსკვლავის ადგილმდებარეობა ექვსი თვის შუალედში, ხოლო p კუთხე არის S ვარსკვლავის პარალაქსი.

წელიწადის განმავლობაში გვეჩვენება რომ S ვარსკვლავი მოძრაობს დედამიწისა და სხვა ვარსკვლავების მიმართ. სინამდვილეში კი დედამიწა მოძრაობს, ხოლო რაც შეეხება სხვა ვარსკვლავებს, ისინი ჩვენგან ისე შორს არიან, რომ მათ „გადაადგილებას“ ვერ ვამჩნევთ.

ვარსკვლავებამდე მანძილის აღსანიშნავად გამოიყენება პარსეკი. დასახელება შედგენილია სიტყვებისაგან parallax და second. დედამიწიდან ერთი პარსეკის (პს) მანძილზე დაშორებული ობიექტის წლიური ტრიგონომეტრიული პარალაქსი უტოლდება ერთ სეკუნდს. ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით. 1 პარსეკი უდრის 3,26 სინათლის წელიწადს.

პარალაქსის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ახლოს მყოფ ვარსკვლავებთან, რადგან გარკვეული მანძილის შემდეგ იმდენად მცირდება რომ მისი გაზომვა შეუძლებელი ხდება. ყველა ვარსკვლავის პარალაქსი 1 სეკუნდზე ნაკლებია. მაგალითად, ყველაზე ახლო ვარსკვლავის, Proxima Centaruri-ს (ცენტავრის პროქსიმა) პარალაქსი არის 0,81 სეკუნდი.

100 პარსეკით დაშორებული ვარსკვლავების პარალაქსი სეკუნდის მეასედის ტოლია. ამაზე პატარა კუთხეების გაზომვა შეუძლებელია თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით.

 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s