ორი მთელი რიცხვის შეკრების პროგრამა

ახლა დავწეროთ კიდევ ერთი მარტივი პროგრამა , რომელიც კლავიატურიდან შეტანილ ორ რიცხვს შეკრებს და გამოიტანს ეკრანზე. სანამ უშუალოდ კოდს დავწერდეთ , განვიხილოთ კომენტარების საკითხი. პროგრამირებაში „//“ ეს ნიშანი არნიშნავს კომენტარს , რომელიც მხოლოდ ერთ ხაზს შეადგენს, ხოლო „/*    */“ ეს მრავალხაზიანი კომენტარის ნიშანია. რა არის კომენტარი ? კომენტარი არის პროგრამის ნაწილი, რომელიც არ კომპილირდება. ის გვეხმარება პროგრამის უკეთ აღქმაში.

 

//ორი მთელი რიცხვის შეკრების პროგრამა

 

#include <iostream>

 

using namespace std;

 

int main ()

{

int x , y ;

cout<<“Shemoitanet ori mteli ricxvi”<<endl;

cin>>x>>y;

 

cout<<x+y<<endl;

 

 

system(“PAUSE”);

return 0;

}

 

 

cout<<“Shemoitanet ori mteli ricxvi”<<endl;  ეს სტრიქონი სრულიად ზედმეტია, მაგრამ ის გვეხმარება პროგრამის უკეთ გაგებაში. გვკარნახობს რა უნდა გავაკეთოთ. ამის შედეგად ეკრანზე გამოვა ნაეწრი, რომ შემოიტანეთ ორი მთელი რიცხვიო.

 

cin ბრძანება არის შეტანის ბრძანება და როგორც ნახეთ მას მოყვება >> ეს ნიშნები , განსხვავებით cout(გამოტანის ბრძანებისგან) რომელსაც << ეს ნიშნები მოყვება.

 

პროგრამა რომ გავუშვათ , ამისთვის დავაჭიროთ (ctrl + shift + B) ეს ჩვენს პროგრამას დააკომპილირებს და თუ რამე შეცდომა იქნება ამოაგდებს. კომპილაცია რომ დასრულდება ქვემოთ გარემოში დაეწერება წარმატებით დაკომპილირდა თუ არა . თუ წარმატებით დაკომპილირდება , შემდეგ დავაჭერთ F5-ს და ამითი მოხდება პროგრამის გაშვება .

 

 

პროგრამას რომ გავუშვებთ , შევიტანთ ორ მთელ რიცხვს , რომელებიც ჰარით იქნებიან დაცილებულნი და შემდეგ დავაჭერთ ENTER-ს .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s