როცა საუკეთესო მეგობარს კარგავ . . .

ალბათ, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ნამდვილი მეგობრის შეძენა ადვილი არ არის. ადამიანს რომ მეგობარი უწოდო, მას კარგად უნდა იცნობდე. რაც შეეხება საუკეთესო მეგობარს, მისი შეძენა ძალიან რთულია. ვინმეს რომ საუკეთესო მეგობარი უწოდო, მას ძალიან უნდა ენდობოდე, გასაჭირში გულს უნდა უშლიდე და შენი ლხინიც უნდა გაუზიარო. მთელი ცხოვრების მანძილზე ალბათ თითოეულ ადამიანს ძალიან ცოტა საუკეთესო მეგობარი ჰყავს. ბიჭებში საუკეთესო მეგობრობას ძმაკაცობას ეძახიან, გოგოებში – დაქალობას , გოგოსა და ბიჭის საუკეთესო მეგობრობას – და-ძმობას.
როგორც უკვე ვთქვი, საუკეთესო მეგობრის შეძენა ძალიან რთულია, მაგრამ ამაზე ბევრად რთული და ძნელია როცა მას კარგავ. დაკარგვაში ვგულისხმობ ურთიერთობის გაფუჭებას. შეიძელება არ იჩხუბოთ , მაგრამ ისე ვეღარ იყოთ როგორც ადრე . კი მაგრამ თუ საუკეთესო მეგობარია, რატომ უნდა დაკარგო ? მეც ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. თუ ნამდვილი მეგობრობაა , ის ხომ არ გაქრება ? ის ხომ უკვდავია ? პრაქტიკაში თურმე ეს ასე არ ყოფილა. ეს მაშინ მართლდება, როცა ორივე მხარეს შესისხლხორცებული აქვს მეგობრობის არსი, როცა ორივე მხარეს განმტკივებული აქვს ის მეგობრული სიყვარული და როცა მათზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს ისეთ გავლენას, რომ მათი მეგობრობა დაიკარგოს.
სამწუხაროა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა ძალზე ადვილია. რომელიც ვიღაცას შეუძლია რომ თავის ჭკუაზე გაატაროს. იმ სხვას შეუძლია გააკეთებინოს ის, რაც თვითონ უნდა. ალბათ მას შეუძლია დააცილოს საუკეთესო მეგობარსაც. როგორ ? ეს ნამდვილად არ ვიცი , მაგრამ იმაში 85-90% დარწმუნებული ვარ რომ შეუძლია. შეუძლია , რადგან სარგებლობს მისი სისუსტით, და ახდენს მასზე ზეგავლენას.
მოდით დავსვათ კითხვა , ესეთი ფაქტები ბიჭებში უფრო ხშირად ხდება თუ გოგოებში? ჩემი აზრით, ესეთი ფაქტები გოგოებში ძალაინ ხშირია და ბიჭებში ძალიან იშვიათი. ნუ ბიჭებში ასეთი რამეს არაკაცობას ეძახიან, როცა ვიღაცის გამო მეგობარს უღალატებ. ნამდვილად არ ვიცი გოგოები მას რას ეძახიან. რატომ გოგოებში უფრო ხშირად ვიდრე ბიჭებში ? იმიტომ რომ მე თვითონ ბიჭი ვარ ? არა ეს ასე არ არის და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გოგოებში იმიტომ ხდება უფრო ხშრად , რომ ალბათ, გოგოსთვის (ყველასთვის არა მაგრამ უმრავლესობისთვის) მეგობარი არ ნიშნავს იმავეს, რასაც ბიჭებისთვის ნიშნავს. გოგოებში იმიტომ ხდება უფრო ხშრად , რომ გოგოებს ბიჭებისგან განსხვავებით სუსტი ნებისყოფა აქვთ და მათით მანიპულირება უფრო ადვილია (ყველასით არა მაგრამ უმრავლესობით კი) ვიდრე ბიჭებით.
ამით ჩემს „მოხსენებას“ დავასრულებ და ერთ რჩევას მივცემ საზოგადოებას. თუ ადამიანს , პიროვნებას, უწოდებ მეგობარს, მას ბოლომდე უნდა უმეგობრო . ვერავინ და ვერაფერმა ვერ უნდა გაიძულოს ის, რომ გაგიფუჭდეს მასთან ურთიერთობა. მაშინ ის
მეგობარი კი არა , უბრალოდ ახლობელი ყოფილა. ძნელია როცა მეგობარს კარგავ და მით უფრო ძნელია , როცა საუკეთესო მეგობარს კარგავ და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

4 thoughts on “როცა საუკეთესო მეგობარს კარგავ . . .

  1. პირველად ვარ ამ ბლოგზე და კეთილი იყოს ჩემი მაუსი აქ !🙂
    მეგობრობა რთული თემაა ჩემთვის ..ძალიან მიჭირს მეგობრის შეძენა და ძალიან ვფრთხილობ ურთიერთობის დაწყებას,რადგან ჯერ არ მქონია შემთხვევა,რომ მეგობარი დამეკარგოს და დარწმუნებული ვარ ვერც გადავიტან ამას😐
    წარმატებები :))))))

    • კეთილი იყოს შენი მაუსი აქ🙂 ღმერთმა არ გამოგაცდევინოს მეგობრის დაკარგვა🙂 ცხოვრებამ მიჩვენა, რომ ადამიანს მეგობარი ადვილად არ უნდა უწოდო. პიროვნება , რომელიც მეუბნებოდა რომ ვუყვარდი როგორც ძმა, რაღაც მომენტში ძალიან შეიცვალა და მას მერე ვეღარ ვცნობ. ესეიგი როგორც კი მასზე სხვა სცადა თავისი აზრის გატარება ეს მოახერხა , ამას კი მე ვაბრალებ იმას რომ ის მეგობრობა არ იყო მტკიცე მისგან😦

      წარმატებებისთვის მადლობა :))

      • მაგრად ტეხავს როცა ადამიანს ძმაკაცს უწოდეფ და შემდეგ ვიგაცის არასწორ სიტყვას დაუჯერებს და აფერისტული ხოდით ცდილობს რო ვითომ არაფერი გაუგია , არა და სახეზე ეტყობა რომ ვიგაც ახვარმა თავის ტვინი აურია და მისი სისუსტის გამო ვერაფერი უთხრა და ცდილოფს არ გაგრძნობინოს ასეთ დროს მე მაგალითად ეგრევე მოვიშორებ. და საერთოდ ძმაკაცებს შორის საიდუმლოს დედა მოვ……..ან ეგ არის არაკაცური საქციელი და ბოზური.

  2. პირვლად ვარ ამ ბლოგზე მენატრება ის ძაან მენატრება უბრალოდ ვდგვარ და ყოველ ცრემს ვყლაპამ

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s