კონსტანტური ცვლადები

C++ -ში ისევე როგორც დაპროგრამების სხვა ენებში შეგვიძლია გამოვიყენოთ კონსტანტური ცვლადები. რას ნიშნავს ეს ? ანუ თუ ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ რაიმე მთელი ტიპის k რიცხვზე და მისი ინიციალიზება მოვახდინეთ განაცხადის გაკეთების მომენტში, მაგ. int k=10 და გვინდა რომ მთელი ჩვენი პროგრამის მუშაობის განმავლობაში k-ს მნიშვნელობა იყოს 10 და არ შეიცვალოს არასდროს. ამისთვის არსებობს მომსახურე სიტყვა const რომელიც უზრუნველჰყოფს იმას, რომ k-ს მნიშვნელობა იქნება სულ 10.

კონსტანტურ ცვლადებთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე წესი: როდესაც ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს კონსტანტურ ცვლადზე , მისი ინიციალიზება უნდა მოხდეს განაცხადის გაკეთების მომენტში . მაგალითად გავაკეთოთ განაცხადი დღის ხანგრძლივობაზე, ჩვენ ვიცით რომ ერთი დღე-ღამე არის 24 საათი და ის სულ ამდენი იქნება. ეს მოხდება შემდეგნაირად :

const int DayLength=24;

ანუ კონსტანტური ცვლადის შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ შემდეგი სტრუქტურით და სინტაქსით:

მომსახურე სიტყვა(const)  ცვლადის ტიპი   ცვლადის სახელი=(შესაბამისი ტიპის რაიმე მნიშვნელობა);

Leave a Reply / უპასუხე