For ციკლი

რა არის ციკლი ? რაში გამოიყენება ის ? ციკლი პროგრამირებაში გვჭირდება ერთი და იგივე ოპერაციის რამდენჯერმე გასამეორებლად. არსებობს For ციკლი , While ციკლი , Foreach ციკლი . ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ For ციკლს. ციკლი რომ გვქონდეს , უნდა გვქონდეს მისი დასრულებუს პირობაც, ანუ გარკვეული რაოდენობა ოპერაციების შემდეგ ის უნდა დასრულდეს. For ციკლის სტრუქტურა ასეთია :

for (ციკლში სამოძრაო ; გაჩერების პირობა ; იკნრემენტი/დეკრემენტი)

{

ოპერაციები ;

}

მაგალითად დავწეროთ პროგრამა , რომელმაც გვინდა დაგვითვალოს [1;50] შუალედში არსებული ყველა რიცხვის ჯამი.

#include <iostream>

using namespace std;

int main ()

{

int sum = 0;  // შევქმნათ sum ცვლადი , რომელშიც დავაგროვებთ ჯამს.

for (int i=1; i <= 50 ; i++ )  // i++ ოპერაცია ყოველ იტერაციაზე i-ს გაზრდის 1-ით

{

sum = sum + i;

}

cout<<”Sum = “ <<sum <<endl;

system(“PAUSE”);

return 0;

}

sum = sum + i ოპერაციის ალტერნატივაა sum += i ; თუმცა ორივე სწორია.

i++ ოპერაცია როგორც უკვე ვთქვით i -ს გაზრდის ყოველ ჯერზე ერთით, ანალოგიურია i– , რომელიც ყოველ ჯერზე 1-ით შეამცირებს. თუ for ციკლის ტანში ოპერაციების რაოდენობა აღემატება 1-ს , მაშინ ეს ოპერაციები უნდა მოვათავსოთ ბლოკში (ფიგურულ ფრჩხიულებში)  {  } , თუ For ციკლის ტანში მხოლოდ ერთი ოპერაციაა, მაშინ ბლოკი სავალდებულო არ არის .

2 thoughts on “For ციკლი

  1. რიცხვით მეთოდებზე არ გააკეთებ რამეს? : ))

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s