ცვლადების მხედველობის არე

ცვლადების მხედველობის არე

პროგრამირებაში არსებობს გლობალური და ლოკალური ტიპის ცვლადები. მოკლედ რომ ვთქვათ გლობალურია ცვლადი , რომელიც ხელმისაწვდომია პროგრამის ნებისმიერი ადგილიდან. ხოლო ლოკალურია ცვლადი, რომელიც მხოლოდ ერთ ბლოკში , ან ერთ ნაწილში იღებს მონაწილეობას და პროგრამის სხვა ნაწილიდან მას ვერ მივწვდებით. მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მაგალითები.

#include <iostream>

using namespace std;

int main ()

{

int k=5;

cout<<k;

for (int i=0; i < 10; i++ )

cout<<i;

system(“PAUSE”);

return 0;

}

ამ მაგალითის შემთხვევაში k არის ლოკალური, რომელიც მხოლოდ main () ფუნქციაში აღიწერა და მასზე წვდომა მხოლოდ main-ში არის შესაძლებელი. რაც შეეხება i ცვლადს , ის შეიქმნა for ციკლში და ლოკალურია მხოლოდ for-ში . cout<<i; – ის შემდეგ ჩვენ რომ დაწეროთ მაგალითად i = 15; ამას კომპილერი გაგვიპროტესტებს და დაგვიწერს შეცდომას

#include <iostream>

using namespace std;

int x = 100;

int main ()

{

cout<<x;

for (int i=0; i < 5; i++ )

cout<<x+i<<”  “;

cout<<endl;

system(“PAUSE”);

return 0;

}

ამ მაგალითის შემთხვევაში x არის გლობალური და მას შეგვიძლია მივწვდეთ პროგრამის ნებისმიერი ნაწილიდან. main ფუნქციაშიც შეგვიძლია მისი გამოყენება და for ციკლშიც.

int main ()

{

int z= 150;

for (int i=0; i < 5; i++ )
{

int k=25;

cout<<z-k<<”   “;

}

cout<<endl;

system(“PAUSE”);

return 0;

}

ამ შემთხვევაში k ცვლადი შეიქმნა for -ის ბლოკში ( {  } ბლოკი აღინიშნება ასე) და ის ხელმისაწვდომია მხოლოდ for –ის ტანში . პროგრამის სხვა ნაწილიდან მას ვერ მივწვდებით .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s