საქართველოს ნაკრების უკანასკნელი ორი მატჩი (ფინეთთა და ბელარუსთან)

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან მოგებით დაიწყო. ამას მოყვა ესპანეთთან 84-ე წუთზე წაგებული მატჩი და ბიჭებსაც ალბათ თავში აუვარდათ ეს შედეგი😀 ფინეთში სათამაშოდ თავაწეულები ჩავიდნენ და მოგებას აპირებდნენ. მეც ძალიან მინდოდა მოეგოთ. სამწუხაროდ მატჩს ვერ ვუყურე , მაგრამ მეგობარს ვწერდი ხოლმე ყოველ 5 წუთში ანგარიშის გასაგებად. რომ გავიგე რომ ჩვენები იგებდნენ ძალიან გამიხარდა. თუმცა სახლში მოვედი და გავიგე , რომ 1-1 ითამაშეს და ისიც ათკაციან ფინეთთა. რომელმაც კაცნაკლულმა გაგვიტანა გოლი. ამ ყველაფერზე გული დამწყდა. შემდეგი ტამაში ბელარუსში უნდა გვეთამაშა და ქართველების სენმა ისევ იჩინა თავი. ოხ, ბელარუსს საქართველოში მოვუგეთ და სუსტი გუნდია, თან ესპანეთთან 4-0 წააგო და ფსიქოლოგიურად გატეხილია და მოვუგებთო. სამწუხაროდ არ ახსოვთ ის , რომ თბილისში ბელარუსმა თამაშით გვაჯობა. აი ბურთი და აი მოედანიო.

ბელარუსი ჩვენთან მატჩი დაწყებისთანავე დაწინაურდა. მათ ყველაზე გამოცდილი ხიზანიშვილის ბავშვური შეცდომით ისარგებლეს. კაი ეგ არაფერი თამაში წინააო. თამაშისთვის რომ გეყურებინა აუცილებლად იტყოდი რომ ანტიფეხბურთს უყურებდი. არაზუსტი პასები, არაზუსტი ჩაწოდებები, არაზუსტი ადრტყმები და მოგება გინდათ ?!😀 სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. ამასობაში მასპინძლებმა მეორეც გაგვიტანეს. ჩემთვის გასაკვირი ის იყო , რომ ეს ქეცბაია , რომელსაც ფეხბურთის სპეციალისტად მოაქვს თავი ნაკრებში იძახებს ყენიას და განაცხადში არ ყავს ვაწაძე. ყენიას, რომელმაც წელიწად-ნახევარი გამოტოვა ტრამვის გამო და ფორმაში შესული არც არის. დავიჯერო არ იცოდა ქეცბაიამ , რომ ყენია ვერაფერს გააკეთებდა. ისე ქართველებს ერთი კარგი თვისება აქვთ, თამაშს რომ აგებენ ჩხუბს იწყებენ😀 .

არ ვიცი რისი ბრალია , ან ვისი ბრალია , მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ ქართველებმა ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე , ჩემი აზრით, მინიმუმ 10-15 წელი ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. . . ეს იყო კატასტროფა . . . ახლა კიდევ რაღაცას დააბრალებენ და ეგ იქნება . . .

9 thoughts on “საქართველოს ნაკრების უკანასკნელი ორი მატჩი (ფინეთთა და ბელარუსთან)

      • ბოლომდე სანამ არ … მანამ ვერ მივხვდებით ეტყობა – ჰოდა მაგ პონტშია სწორი გზა🙂

      • საქართველოში მინიმუმ 10-15 წელი ფეხბურთის განვითარებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ

  1. სერიოზულად კი – ყენიას თავი დაანებე, ვინც რაღაცას ცდილობდა შეტევაში – ოქრიაშვილი გამოცვალა და 2-0 იგივე სქემით თამაშობდა მეორე ნომრად.
    თან ეგონა, რომ ტრავმა ქონდაო… ეს “ეგონა” რაღა უბედურებაა.

    • რატომ ? რამე ქნა ყენიამ ღირებული ? ფეხბურთელს , რომელსაც წელიწად-ნახევარი არ უთამაშია ნაკრებში არ უნდა იძახებდნენ და ფეხბურთელს რომელიც ყოველ თამაშში იტანს ნაკრების მიღმა არ უნდა ტოვებდეს

      • მართალი ხარ კი…
        უბრალოდ იმ კონკრეტულ მატჩში იმ კონკრეტულმა შეცვლებმა სულ გადამრია. აზრი გავიგე. თამაში გააძლიერა თუ რა ჯანდაბა ქნა მაგით.
        ვინც რაღაცას ცდილობდა და გაამწვავა შეტევა – ორივე გაიყვანა…
        არადა საკლუბო დონეზე მართლა ქონდა ამ კაცს სამწვრთნელო წარმატება და კაი შეთავაზებებიც ქონდა კლუბებიდან.

  2. თავი დაანებე არ გეთანხმების პონტში არ მითქვამს🙂

    კიდევ მეორე პრობლემა ისაა, რომ ჯიუტია ჯიხვივით ქეცბა. მგონი ჯინაზე აკეთებს იმის საპირისპიროს, რასაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი ფიქრობს.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s