დილამ დინამოსთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა

დღეს საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა. დიდი ყურადღებას იწვევდა ქუთაისში გასამართი მატჩი სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ტორპედო და თბილისის დინამო დაუპირისპირდებოდა. ამავდროულად საინტერესო იყო გორის დილას თამაში სოფელ ივანწმინდაში, ადგილობრივი ჩიხურას წინააღმდეგ. მოგეხსენებათ გორელებს უკანასკნელ რვა თამაშში რვა გამარჯვება ჰქონდათ და ისინი დინამოს 4 ქულით ჩამორჩებოდნენ. მოკლედ გეტყვით ამ მატჩების შესახებ.

    გორის დილამ ჩიხურას წინააღმდეგ უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვა და მე-19 წუთზე უკვე დაწინაურდა. სანდრო გურულმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ძელს გაარტყა, თუმცა დამატებაზე თომაშვილმა ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს თომაშვილმა დუბლი გაიფორმა და ამ მატჩში წერტილი დასვა. საბოლოო ანგარიში 2-0 დილას სასარგებლოდ.

    ქუთაისში მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა . გუნდებმა მომენტები დასაწყისშივე გაცვალეს და თითოჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. პირველი გოლი გრიგალაშვილმა გაიტანა და ტორპედო დააწინაურა, თუმცა თბილისელებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. მეორე ტაიმის იგივე ტემპით დაიწყო და ქუთაისელები  გრიგალაშვილმა კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა დინამოელებმა გათანაბრება კვლავ მოახერხეს. გოლი ალვარომ მიითვალა . საბოლოო ანგარიში 2-2 .

 

ამჟამად საქართველოს ჩემპიონატს დინამო ლიდერობს. მას ჩამორჩება დილა 2 ქულით და მესამე ადგილს ტორპედო იკავებს, რომელსაც 4 ქულით ნაკლები აქვს დინამოსთან შედარებით.

 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s