1 წ ე ლ ი . . .

1წელი . . . ზოგისთვის ბევრია, ზოგისთვის ცოტაა , ზოგისთვის უბრალოდ 365(366) დღეა. შეიძლება თამამად ვთქვა, რომ გუშინდელი დღესავით მახსოვს 2011 წლის 7, 8 და 9 ნოემბერი. თუ რატომ ეს სხვა საქმეა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდმა, ამ უკანასკნელმა ერთმა წელმა ბევრ ცუდთან ერთად ბევრი კარგიც გამიკეთა. უპირველეს ყოვლისა , მომცა ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაბეზრებთ და მოკლედ ვიტყვი, რომ 1 წლის წინ, ვცდილობდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა. ალბათ, გადავდგი კიდეც და შედეგი რაც იყო ის აუცილებელიც კი იყო , იმისთვის რომ გამოცდილება მიმეღო, ბევრი რამ მესწავლა და ბევრ რამეზე დავფიქრებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველაფერი ისე არ დამთავრდა როგორც მე მინდოდა , ახლა ვხვდები რომ უკეთესია ასე რომ მოხდა. ალბათ, მაშინ 100% გათვითცნობიერებული არ მქონდა ნაბიჯი, ან ცოტა ვიჩქარე, ან სულაც დავაგვიანე. მაგრამ რაც მოხდა მოხდა, კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც , მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ (კმაყოფილება > უკმაყოფილებაზე) ანუ უფრო მეტად კმაყოფილი ვარ. ნათქვამია, რომ წარსული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა გახსოვდეს, რომ დაშვებული შეცდომები გააანალიზო და მომავალში მსგავსი აღარ ჩაიდინოო და სწორედ ამაში დამეხმარა ტანჯვით და რის ვაი-ვაგლახით გატარებული უკანასკნელი ერთი წელი.

2 thoughts on “1 წ ე ლ ი . . .

  1. რომ დაგეკონკრეტებინა რატომ იტანჯე ეს ერთი წელი უფო კარგი იქნებოდა.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s