სხვადასხვა სახის ტრანსპორტის სიმულაციები Google Earth-ში

დღესდღეისობით ტრანსპორტის უამრავი სახეობის სიმულაციაა შესაძლებელი Google Earth-ის მეშვეობით. ერთ-ერთი ასეთი არის ფრენის სიმულაცია. ქვემოთ მოყვანილია თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის.

Google Earth-ზე შესვლის შემდეგ თუ დავაჭერთ CTRL-ALT-A ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გამოვიყენოთ და გამოვცადოთ ფრენის სიმულაცია. ეს სიმულაცია საშალებას გაძლევს იფრინო როგორც კოსმოსური ხომალდით Google Earth-ში. მართვა მარტივია, მაგრამ საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა თუნდაც იმიტომ რომ შესარულო ისეთი რთული მოქმედება, როგორიც მიწაზე დაშვებაა.

გემის სიმულაცია საშუალებას გაძლევს მართო სხვადასხვა სახის გემი Google Earth-ის პრაუზერის პლაგინით(plug-in). ამისთვის საკმარისია შეხვიდეთ ბმულზე http://ships1.planetinaction.com სიმულაცია ჩაიტვირთება თავისით, ან გიჩვენებთ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა დააყენოთ პლაგინი(plug-in) თუ ის არ გაქვთ დაყენებული. გემის სიმულაციით მართვა საკმაოდ მარტივია.

ავტომობილის სიმულაცია საშუალებას გაძლევთ შეიყვანოთ საწყისი წერტილი და საბოლოო წერტილი და თქვენს განკარგულებაში იქნება პატარა მანქანა, რომლის მართვასაც თქვენ შეძლებთ Google Earth-ში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიყვეთ Google-ს რუქას.

Monster Milk Truck საშულებას გაძლევთ იმოძრაოთ რძის სატვირთო მანქანით Google Earth-ში. ამ მანქანას აქვს შესაძლებლობა გადაიაროს მთები.
ალტერნატიული ვერსია Monster Milk Truck-ის არის Lunar Rover-ი. რძის სატვირთო მანქანის Google Earth-ში ტარების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ Lunar Rover-ი ატაროთ მთვარეზე.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s