დინამო (თბილისი) – დილა (გორი)

ხვალ , 24 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართება. უდიდეს ინტერესს იწვევს დინამო არენაზე გასამართი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილოსნები დაუპირისპირდებიან. თბილისის დინამო საკუთარ კედლებში გორის დილას უმასპინძლებს. ამ გუნდების წინა დაპირისპირება გორში გორელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 2-0 დასრულდა. დინამო რევანშისთვის ემზადება, დილა კი 11 მატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას გეგმავენ.

მიმდინარე ჩემპიონატში თბილისის დინამოს 7 საშინაო მატჩიდან შვიდივე მოგება აქვთ . ხოლო გორის დილას უკანასკნელ 11 შეხვედრაში 11 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და მხოლოდ 1 გოლი აქვთ ამ შეხვედრებში საკუთარ კარში მიღებული.

მატჩი ასევე მეტად მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრობის მხრივაც. როგორც იცით , დინამოს ყოველ თამაშს ესწრება მათი გუნდის ფანკლუბი “გლადიატორები” , მაგრამ ამ მხრივ არც დილას ფეხბურთელები უჩივიან მხარდაჭერას, რადგან მათაც ჰყავთ ფანკლუბი “ლომკაცები”, რომლებიც ყოველ თამაშზე დაყვებიან საყვარელ გუნდს.

ასე, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნება და მე დიდი იმედი მაქვს , რომ გორელები მოიპოვებენ გამარჯვებას და ცხრილს სათავეში ჩაუდგებიან.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s