დინამოელებო გრცხვენოდეთ ხიზანეიშვილის

გუშინ საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში გორის დილა თბილისში ადგილობრივ დინამოსთან 3-0 დამარცხდა. ეს მატჩი გამორჩეული იყო იმითაც , რომ მსაჯმა სამი წითელი ბარათი ამოიღო. აქედან ორი გორელთა ფეხბურთელებს უჩვენებს. არაფერს ვამბობ კახელიშვილის ორ ყვითელ ბარათზე , მაგრამ რაც შეეხება ხიზანეიშვილის მომენტს ამაზე გაჩუმება აღარ შემიძლია. 19 წლის გორის დილას ბრაზილიელმა მოთამაშე ლეონარდო რამოსმა შეიძლება ითქვას, რომ თავბრუ დაახვია დინამოს მცველებს, ის ადვილად ატყუებდა მათ და მატჩის ბოლო წუთზე ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს საქართველოს ჩემპიონატის სირცხვილმა , თბილისის დინამოს სირცხვილმა და საერთოდ ქართული ფეხბურთის სირცხვილმა ოთარ ხიზანეიშვილმა განზრახ ჩაარტყა იდაყვი ლეონარდოს. ახალგაზრდა ბრაზილიერმა ვერ მოითმინა დინამოს ფეხბურთელის ასეთი არაკაცული საქციელი და სახეში შეაფურთხა ხიზანეიშვილს. ამის შემდეგ ის გასახდელებისკენ გაიქცა და მას მთელი დინამო ვაჟკაცურად გაეკიდა. ყოჩაღთ ქართველებო, ყოჩაღთ. იმის მაგივრად რომ თქვენს არაკაც მოთამაშეს უთხრათ, რომ ასე არ შეიძება, უცხოელ ახალგაზრდას გაეკიდეთ. ყოჩაღთ, და თქვენ გინდათ ქართული ფეხბურთის აყვავება ?! მოდი აქ გავჩერდეთ. ამ მომენტის მერე შემზიზღდა ქართული ფეხბურთი. შემზიზღდა ისეთი არაკაცი ფეხბურთელი, როგორიცაა ოთარ ხიზანეიშვილი. დინამოელებო მისი საქციელით კი არ უნდა ამაყობდეთ და კი არ უნდა ამართლებდეთ მის საქციელს, არამედ ამით უნდა გრცხვენოდეთ . . . ეს არის ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა, უბრალოდ გულმა ვერ მომითმინა, რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა და ჩემი ემოციები არ გამომეხატა.

ჩვენ გორელებმა მარცხიც ღირსეული ვიცით და გამარჯვებაც და აი თქვენ თბილისის დინამომ გამოაჩინეთ ის, რომ როცა იგებ 3-0 მაშინაც არ შეგიძლიათ ღირსეულად დამთავრება მატჩის. იმიტომ, რომ გუნდში გყავთ ისეთი არაკაცი და არაადამიანი, როგორიც ხიზანეიშვილია. გცხვენოდეთ, გცხვენოდეთ . . .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s