2011 წლის დაპროგრამების საფუძვლების გამოცდაზე გამოყენებული ბილეთების მსგავსები

ზუსტად არ მახსოვს რა იყო შარშან გამოცდაზე. მაგრამ მახსოვს, რომ დაახლოებით ასეთი სტილის ამოცანები იყო ენის (C++) ნაწილში. აქვე ვდებ ამოხსნებს.

ამოცანა N1

დაწერეთ პროგრამა, რომელიც კლავიატურიდან შეტანილ ორ ნამდვილ რიცხვისთვის ეკრანზე გამოიტანს მათ ჯამს, ნამრავლს, და პირველი რიცხვს აიყვანს იმ ხარისხში რაც არის მეორე რიცხვი. მაგ. თუ პირველი რიცხვი არის a მეორე რიცხვი არის b გამოთვლის a ხარისხად b-ს.

1

ამოცანა N2

დაწერეთ პროგრამა, რომელიც კლავიატურიდან შეავსებს მთელი რიცხვების ათელემენტიან ვექტორს. შემდეგ სტანდარტული ბიბლიოთეკის ფუნქციით დაალაგებს ვექტორის ელემენტებს ზრდადობის მიხედვით, შემდეგ კლებადობის მიხედვით, შემდეგ იმ ელემენტებს, რომლებიც ლუწია გადაწერს მეორე ვექტორში და ბოლოს გამოიტანეთ მეორე (ლუწების) ვექტორი შებრუნებული თანმიმდევრობით (სტანდარტული ბიბლიოთეკის ფუნქციის გამოყენებით).

2

ამოცანა N3 (ალგორითმები)

დაწერეთ ალგორითმი, რომელიც პირველი n რიცხვის ჯამს გამოითვლის. გამოითვალეთ მისი ბიჯების რაოდენობა (არითმეტიკული ოპერაციები თითო ბიჯად ჩათვალეთ).

ჯამი = 0;
თუ N = 0 დააბრუნე ჯამი ;
წინააღმდეგ შემთხვევაში : ჯამი + N ;
N–;

ბიჯების დათვლა : 1 ოპერაციაა ჯამის გამოცხადება. N-ის 0-თან შედარება მაქსიმუმ N ჯერ მოხდება ანუ მაგისი დრო იქნება O(N) , შეკრების ოპერაცია მოხდება მაქსიმუმ N ჯერ ანუ ეგეც O(N)-ია , და N-ის შემცირებაც მოხდბა N-ჯერ და ეგეც O(N) ია . ანუ ამ ალგორითმის ოპერაციათა რაოდენობა რომ შევაფასოთ ზემოდან იქნება O(N)

ამოცანა N4

დაწერეთ პროგრამა, რომელიც რამდენიმე მთელ რიცხვის ჩაწერს შესაბამის ვექტორში. შემდეგ დაბეჭდავს ამ რიცხვებს, და თითოეულ ამ რიცხვთან ერთად აგრეთვე დაბეჭდავს მის კუბს, აბსოლუტურ მნიშვნელობას, და ფესვს აბსოლუტური მნიშვნელობიდან. იზრუნეთ, რომ ბეჭდვის ფორმატი იყოს მაქსიმალურად მოხერხებული

3

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s