რა მოხდა გორში დილასა და ტორპედოს მატჩის მიმდინარეობისას და შემდეგ ?!

შაბათს, 8 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში გორის დილამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ის უფრო დაძაბა მთავარი არბიტრის ოთარ ხეცაძის არა ადეკვატურმა მოქმედებამ. პირველი ტაიმის მიწურუსლ მან ქუთაისელთა კარის მიმართულებით 100%-იანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. ამან , რა თქმა უნდა, გორელი გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია და ტრიბუნებიდან ერთხმად ისმოდა ხეცაძის მისამართით გინებათა კორიანტელი. დაიწყო მეორე ტაიმი. გუნდები გამოვიდნენ. მეორე ტაიმში სიტუაციას გორელები აკონტროლებდნენ. ერთ-ერთი სახიფათო ეპიზოდის დროს ქუთაისელთა საჯარიმოში გორელი ფეხბურთელის წაქცევისთვის კიდევ არ დაფიქსირდა თამაშის წესებისდ არღვევა. დაძაბულობა პიკს აღწევდა. ამასობაში ქუთაისელებმა გოლი გაიტანეს. გორელთან გულშემატკივარმა ე.წ. “პეტარდები”-ს აფეთქება დაიწყეს. ამაზე პროტესტი მთავარი მსაჯის ასისტენტმა გიორგი ელიკაშვილმა გამოხატა და რადიო გადამცემით ხეცაძეს სთხოვა რომ დახმარებოდა. მანაც გორელთა ადმინისტრაციას სთხოვა  გულშემატკივრების დაშოშმინება. ამის შემდეგ ისმოდა ბილწი სიტყვები ელიკაშვილის მისამართით, თუმცა მოედანზე არანაირი საგნის სროლას ადგილი არ ჰქონია. ელიკაშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ხეცაძეს მატჩი შეაჩერებინა. რამდენიმე წუთში შეხვედრა განახლდა და რის ვაი ვაგლახით დამთავრდა. ხეცაძემ არცერთი წუთი არ დაამატა შეხვედრას. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ არბიტრთა შეფასება მედიას მიანდო . . . მატჩის დასრულების შემდეგ გორელმა გულშემატკივარმა ასევე გინებით გააცილეს არბიტრები მოედნიდან და შემდეგ მათ ოთახში შესვლას ლამობდნენ, თუმცა მათ დაცვამ ამის უფლება არ მისცა.

ეს ახალკაცის წაქცევის მომენტი

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s