არ შედრკე წამით

ეს ლექსი არის ჩემი მეგობრის , გიორგი თუშიშვილის, დაწერილი. იგი ახალბედა პოეტია, თუმცა მჯერა რომ მომავალში მოგვევლინება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტი. ლექსს , რომელსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ ჰქვია “არ შედრკე წამით” . მე ეს ლექსი ძალიან მომწონს , მაგრამ ეს სუბიექტურად შეიძლება ჩაითვალოს. ხოდა თქვენთვის მომინდვია ლექსის შეფასება                            

ახალგაზრდა ხარ და, გამბედავი,
შენთვის უცხოა, რას ნიშნავს შიში,
გამბედაობაც საკმარისი გაქვს,
რომ ასახელო გვარი და ჯიში.
ჰოდა, წინ გასწი, ჩემო ძმობილო,
თან წაიყოლე მანდილი დედის,
ვენებში გიდუღს დარიალი და
თავზედ გახურავს კავკასის ქედი.
წინ ომის გელის,სასტიკი ომი,
არ შედრკე წამით, ღმერთი დაგლოცავს,
ცხელი ტყვია რომ საფეთქელს აგცდა,
შენი ძმობილის გულში დაცოცავს.
ეს არის ომის ნამდვილი სახე,
აქ ხომ ყველაფერს ფერი ეცვლება
და გული გეწვის, რომ შენს ძამიკოს
არტერიიდან სისხლი ეცლება.
სამყაროს უცქერ გაავებული,
მზის მკრთალი შუქი სულში დაელავს
და სასიკვდილოდ მომართულ ტყვიას
ეულად უცდი, როგორც პაემანს.
ამ სასაკლაოს ცქერით გიჟდები,
რარიგ განიცდი, ამასაც ვხედავ,
ოხ… რა ძნელია, როცა თვალებში
ჩასცქერ მეგობრის დაფლეთილ ცხედარს.
სწორედ ეს ჟინი გაგულიანებს,
მტრისკენ მიიწევ ხელის ცეცებით
და თუნდაც ასჯერ მწარედ წაიქცე,
ოღონდ ნურასდროს ნუ დაეცემი.
დროშა ასწიე, გამართე მკლავი,
ასე იარე მარად და მარად,
ცხრა ძმის სადარი მარაბდა დადგი,
რომ შენს ნაბიჯებს გამოვყვეთ კვალად.
შენ უკვდავება შეისისხლხორცე,
ვერ შეგედრება რკინა და გრდემლი,
შენ არამარტო დედა გიგლოვებს,
საქართველოსაც წასკდება ცრემლი.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s